Thumbnail
  • მოსკოვის ლოკომოტივს ქართველი ფეხბურთელის მიმართ დავალიანებაა აქვს 
  • რუსეთის საფეხბურთო კავშირმა საბას მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
  • რუსულ კლუბს ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია დროებით შეუჩერეს

საბა კვერკველიას გამო მოსკოვის ლოკომოტივს ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია დროებით შეუჩერეს. რუსულ კლუბს, რომლის ღირსებას ქართველი მცველი 2017-21 წლებში იცავდა, ბანი სწორედ საბას მიმართ დავალიანების გამო დაადეს.

რუსეთის საფეხბურთო კავშირის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ამავე ორგანიზაციის დავების განსახილველმა პალატამ მიიღო, რომელმაც საბას განხადების საფუძველზე, მის მიმართ ლოკომოტივის სახელფასო და პრემიალური თანხების დავალიანების საქმე განიხილა და ის ნაწილობრივ დააკმაყოფილა.  

რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ლოკომოტივი დაავალდებულა, ფეხბურთელს გადაუხადოს როგორც დამატებითი პრემია 2019/20 წლების სეზონისთვის, ასევე - პროცენტები. 

საბას კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი ლოკომოტივში ჰქონდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი მოსკოვის ლოკომოტივში 2017-21 წლებში გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონი, რუსეთის თასის სამგზის, ხოლო ერთხელ სუპერთასის გამარჯვებული გახდა. 2020/21 წლების სეზონი საბა კვერკველიამ იჯარით ვოლგოგრადის როტორში გაატარა, ამ ზაფხულს კი მოსკოვის კლუბს საბოლოოდ დაემშვიდობა და ჯერჯერობით უკლუბოდაა.

კომენტარები

ბოლო ამბები