Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს სტუმრად ესპანეთს ეთამაშება
  • ვილი სანიოლის 25-კაციანი გუნდი ესპანეთში უკვე გაემგზავრა
  • ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო ოთარ კიტეიშვილი გამოაკლდა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სტუმრად ესპანეთთან გასამართ მნიშვნელოვან შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება, რაც ვილი სანიოლის გუნდისთვის დიდი დანაკლისია.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, გრაცის შტურმის 25 წლის ნახევარმცველი, რომელმაც ტრავმა კოსოვოსთან ბათუმში გამართული მატჩის (0:1) დასაწყისშივე მიიღო, ეროვნული გუნდის უახლოეს შეხვედრებში (ესპანეთსა და ბულგარეთთან) ვერ ითამაშებს. 

საქართველოს ნაკრები ესპანეთში ჩარტერული ავიარეისით, 25 ფეხბურთელით გაემგზავრა, სადაც 5 სექტემბერს, ქალაქ ბადახოსში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის მატჩს გამართავს. 

საბედნიეროდ, ვილი სანიოლის განკარგულებაშია ჰატაისპორტის გარემარბი საბა ლობჟანიძე, რომელმაც მცირე ტრავმა სანაკრებო შეკრებაზე მიიღო და კოსოვოსთან თამაში გამოტოვა. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი).

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგერი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი), ჯაბა ჯიღაური (დინამო), ბუბა დაუშვილი (აპოელი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი ზარია (დინამო ბათუმი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი).

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (სერენი), გიორგი ქვილითაია (აპოელი).

4 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდი შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ B ჯგუფში 4 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 3 წააგო, 1 ფრედ დაასრულა და ქულით ბოლო ადგილზეა. ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთთან მატჩის შემდეგ, 8 სექტემბერს, სტუმრად ამხანაგურად ბულგარეთს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები