Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდო იუნაიტედში ისევ 7 ნომერი იქნება, როგორც 2003-2009 წლებში
  • მას ნომერი ედინსონ კავანიმ დაუთმო, რომელიც 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

მანჩესტერ იუნაიტედში კრიშტიანო რონალდო 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს სათამაშო ნომერი ედინსონ კავანიმ დაუთმო, რომელიც მას გასულ სეზონში და მიმდინარე სეზონის სტარტზე ფლობდა.

"არ ვიყავი დარწმუნებული შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ისევ 7-ნომრიანი მაისური ამეღო. ამიტომ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ედის ამ წარმოუდგენელი ჟესტისთვის", - თქვა კრიშტიანომ.

რონალდო მანჩესტერ იუნაიტედში 2003-2009 წლებშიც 7-ნომრიან მაისურს ატარებდა და ზოგადად, მისი კარიერა ამ ნომერთან ასოცირდება. "წითელ ეშმაკებში" 7-იანი ნამდვილად მაგიურია - რონალდოს გარდა, ინგლისურ გუნდში ამ ნომრით ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა და დევიდ ბექჰემი არიან. რაც შეეხება კავანის, მან 21 ნომერი მოირგო, რომლითაც ურუგვაის ნაკრებში წლებია უკვე თამაშობს და მისთვის უცხო არ არის.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა კრიშტიანო რონალდუ 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა და იუვენტუსს 36 წლის სუპერვარსკვლავში 15 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც ბონუსის სახით 8 მილიონი ევროც დაემატება.

კომენტარები

ბოლო ამბები