Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-4 მატჩი გამართა. ვილი სანიოლის გუნდმა ბათუმში კოსოვოს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, ეროვნული გუნდის ფრანგმა დამრიგებელმა თამაში შეაფასა და რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე გაამახვილა ყურადღება.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

...კოსოვოსთან მატჩზე: "მოგეხსენებათ, რთულ ჯგუფში ვართ. გვინდა, რომ უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ, ვიდრე დღეს ვითამაშეთ. სამწუხაროდ, რამდენიმე კარგი მოთამაშე გამოგვაკლდა. როცა ეს ხდება, ვითარება რთულდება. არ აქვს მნიშვნელობა, ვის წინააღმდეგ თამაშობ... დღევანდელ მატჩს ვუყურებთ, გავაანალიზებთ - ვეცდებით, შეცდომები გამოვასწოროთ და ესპანეთთან უკეთ ვითამაშოთ."

...გუნდების შედარებაზე: "დიდი განსხვავება დავინახეთ საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებ გუნდებს შორის. მეტოქე გუნდის ფეხბურთელები შეთამაშებულები იყვნენ..."

'კარგ ფორმაში მყოფ ყველა მოთამაშეს გამოვიძახებთ'

...ოქრიაშვილსა და შენგელიაზე: "ისინი ამჯერად ნაკრებისთვის მზად არ იყვნენ. აგვისტოში ცოტა თამაში მოუწიათ. მოკლედ, რამდენიმე ფეხბურთელი აქ არ არის, მაგრამ ისინი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან."

...ნაკრების შემადგენლობაზე: "ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ყველა მოთამაშის შეფასება რთულია. იმედია, რომ ოქტომბრისთვის ეს ფეხბურთელები მწყობრში იქნებიან. ჩვენ კარგ ფორმაში მყოფ ყველა მოთამაშეს გამოვიძახებთ."

საქართველო 0:1 კოსოვო

გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18-ავტოგოლი)

საქართველო (4-2-3-1): ლორია - ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი - აბურჯანია, კანკავა - წიტაიშვილი, კიტეიშვილი (12. ჯიღაური (78. დავითაშვილი)), ყაზაიშვილი (60. მიქაუტაძე) - ქვილითაია (78. ჩაკვეტაძე).

კოსოვო (4-3-3): მურიჩი - ვოივოდა, რაჰმანი, ალიტი, ჰადერგიონაი - ჰალიმი (68. ლოშაი), დრესევიჩი, ბერიშა (94. კრეიზიუ) - კასტრატი (68. ბიტიქი), მურიქი, რაშანი (93. შალა).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს, ბადახოსში, ესპანეთს დაუპირისპირდება. სექტემბრის სანაკრებო ფანჯარას ვილი სანიოლის გუნდი სოფიაში, ბულგარეთთან (8 სექტემბერს) ტესტ-მატჩით დაასრულებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები