Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები 20 ან 21 ნოემბერს ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება
  • ფიჯი მსოფლიო რაგბის რჩევას ელის 

ფიჯის რაგბის აღმასრულებელი დირექტორის, ჯოშ ო'კონორის ინფორმაციით, "მფრინავი ფიჯელები" ნოემბერში ევროტურს მოაწყობენ, სამი მატჩიდან ერთ-ერთს კი "ბორჯღალოსნებთან" გამართავენ. ქართული რაგბის გულშემატკივრებისთვის ამ სასიხარულო ამბავს ერთი უარყოფითი მხარე აქვს - საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდსიტუაციისა და COVID-19 რეგულაციების გამო, შესაძლოა საქართველოსა და ფიჯის ტესტი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართოს.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება შოტლანდიაში გაიმართა

ვერნ კოტერის გუნდი ევროპაში იმ მოთამაშეთა გარეშე იასპარეზებს, რომლებიც სამხრეთ ნახევარსფეროს კლუბებში თამაშობენ. საქართველოს ნაკრების გარდა კუნძულელები უელსსა და ესპანეთსაც შეხვდებიან. 

ო'კონორის თქმით, საქართველოსთან მატჩი მსოფლიო რაგბის დასტურის შემდეგ გაიმართება, მიზეზი კი ის არის, რომ საქართველო წითელ ზონაშია. "შესაძლოა, ქართველებთან თამაში ნეიტრალურ მოედანზე მოგვიწიოს. მსოფლიო რაგბისგან ამ თემაზე რჩევას ველით". 

ფიჯის ნაკრები 6 ნოემბერს ესპანეთში ითამაშებს, 14 ნოემბერს კარდიფში უელსს შეხვდება, შემდეგ კი საქართველოს დაუპირისპირდება (სავარაუდოდ, 20 ან 21 ნოემბერს).

ჯერჯერობით, ოფიციალურად მხოლოდ ერთი ნოემბრის ტესტია ცნობილი "ბორჯღალოსნებისთვის", ლევან მაისაშვილის ნაკრები 14 ნოემბერს ბორდოში საფრანგეთის ნაკრებს ესტუმრება. 

📺 საქართველო v ფიჯი [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" ფიჯის ნაკრებს 5-ჯერ დაუპირისპირდნენ და მხოლოდ ერთხელ დაამარცხეს (4 წაგება). მსოფლიოს რეიტინგში ფიჯი მე-11 პოზიციაზეა, საქართველო - მე-12-ზე. ბოლოს ამ გუნდების შეხვედრა 2020 წლის დეკემბერში "მარიფილდზე" შედგა, სადაც "შემოდგომის ერთა თასზე" (8 ერი) საქართველო 24:38 დამარცხდა. ევროპულმა მედიამ ეს მატჩი "შემოდგომის ერთა თასის" ერთ-ერთ საუკეთესო დაპირისპირებად შერაცხა.  

კომენტარები

ბოლო ამბები