Thumbnail

როგორც სულთანი - რონალდინიო ერთბაშად ორ ქალზე ქორწინდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ქორწილს აშშ-ში გეგმავს
  • გოგონები გაუჩოსთან თავს ბედნიერად გრძნობენ 

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რონალდინიო ერთბაშად ორ ქალზე აპირებს დაქორწინებას. ამის შესახებ ბრაზილიური გამოცემა O Dia წერს.

პრისციილა კოელიო

38 წლის ყოფილი ფეხბურთელის რჩეულები პრისცილა კოელიო და ბეატრიზ სოუზა არიან. ვინაიდან ბრაზილიაში მრავალცოლიანობა აკრძალულია, ქორწილი აშშ-ში გაიმართება - აგვისტოში.

რონალდინიომ რამდენიმე წლის წინ რომანი ჯერ პრისცილასთან გააბა. წყვილი ბევრს მოგზაურობდა, ატარებდა დროს და ერთობლივ ფოტოსურათებს სოციალურ ქსელში აქვეყნებდა.

და მაშინ, როდესაც ყველას ეგონა, რომ რონი გოგონაზე დაქორწინდებოდა, მოულოდნელად მის ცხოვრებაში კიდევ ერთი - ბეატრიზი გამოჩნდა.

ბეატრიზ სოუზა

უკვე ორი წელიწადია, რონალდინიო გოგონებთან ერთად ცხოვრობს და სულთნის როლსაც წარმატებით ითავსებს - გარდა იმისა, რომ ერთნაირად უნაწილებს სიყვარულს, აძლევს ერთნაირ თანხას პირადი საჭიროებისთვის და საჩუქრებსაც ერთნაირს ჩუქნის. 

როგორც ჩანს, გაუჩო ვერაფრით გაერკვა, მისთვის რომელი უფრო ძვირფასი იყო და გადაწყვიტა, ერთბაშად ორივეზე დაქორწინებულიყო. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, გოგონებმა წინადადებაზე ერთხმად თქვეს "თანახმა ვარ". 

რონალდონიომ სახელი პარი სენ-ჟერმენში, ბარსელონასა და მილანში თამაშით გაითქვა, ბრაზილიაში კი გრემიოს, ფლამენგოს, ატლეტიკო მინეიროსა და ფლუმინენსეს ღირსებას იცავდა. ასევე ითამაშა მექსიკურ კერეტაროში.

კომენტარები

ბოლო ამბები