Thumbnail
  • ძიუდოს რეიტინგებში დიდი ცვლილებებია
  • ვაჟთა შორის 7-დან 3-ში წონის ლიდერი ქართველი ძიუდოისტია

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ახალი რეიტინგ-ლისტები გამოაქვეყნა, რომლებშიც აღარ არის გათვალისწინებული ყველა ის შეჯიბრება, რომლებიც 2019 წლის 31 აგვისტომდე ჩატარდა, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონატი. ამან მნიშვნელოვნად შეცვალა რეიტინგები. მაგალითად, საგრძნობლად დაქვეითდა 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი.

ოლიმპიადაზე წარუმატებლობის მიუხედავად, ტატო გრიგალაშვილი წონის ლიდერია

აღსანიშნავია, რომ კომბინირებულ რეიტინგში (ყველა წონის გათვალისწინებით) პირველ ადგილზე 21 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურია. ის არა მარტო, წონას (-90 კგ) ლიდერობს, არამედ, 6 256 ქულა ვაჟ ძიუდოისტთა შორის საუკეთესო შედეგია. სხვათა შორის, 6 000 ქულაზე მეტი მხოლოდ 90 კილოში მოასპარეზე სამეულს აქვს - ნიკოლოზ შერაზადიშვილს (ესპანეთი) - 6 154 ქულა და დავლათ ბობონოვს (უზბეკეთი) - 6 004. კომბინირებულ რეიტინგში ქულებით მხოლოდ ამ სამეულს ჩამორჩება ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), რომელიც, რა თქმა უნდა, წონის ლიდერია - 5 967 ქულა. ბექაურისა და გრიგალაშვილის გარდა, თავისი წონის ლიდერია - ლაშა შავდათუაშვილიც (-73 კგ) - 5 175 ქულა. 

- 60 კგ

1. იაგო აბულაძე (რუსეთი) - 5 191 ქულა
2. იუნ-ვეი იანი (ტაივანი) - 4 745 
3. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია) - 3 900
...17. თემურ ნოზაძე (საქართველო) - 2 174
...21. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო) - 1 878
...70. ჯაბა პაპინაშვილი (საქართველო) - 320
...94. ლაშა ჩადუნელი (საქართველო) - 160

-66 კგ

1. ბაულ ანი (ს. კორეა) - 5 603
2. მანუელ ლომბარდო (იტალია) - 4 842
3. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო) - 4 530
... 29. ბაგრატ ნინიაშვილი (საქართველო) - 1 458

-73 კგ 

1. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) - 5 175
2. ცოგბაათარ ცენდ-ოჩირი (მონღოლეთი) - 4 338
3. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია) - 4 260
...32. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო) - 1 240
...57. ალეკო მამიაშვილი (საქართველო) - 580
...90. ფრიდონ გიგანი (საქართველო) - 250

- 81 კგ

1. ტატო გრიგალაშვილი (საქართველო) - 5 967 
2. მათიას კასე (ბელგია) - 5 910
3. შაროფიდინ ბოლთაბოევი (უზბეკეთი) - 4 786
...31. ლუკა მაისურაძე (საქართველო) - 1 405
...69. ვლადიმერ ახალკაცი (საქართველო) - 430

- 90 კგ

1. ლაშა ბექაური (საქართველოი) - 6 256
2. ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) - 6 154
3. დავლთა ბობონოვი (უზბეკეთი) - 6 004
...10. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო) - 3 120
...56. ლუკა მაისურაძე (საქართველო) - 500
...57. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო) - 485
...72. უშანგი მარგიანი (საქართველო) - 260

- 100 კგ

1. ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია) - 5 012
2. ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო) - 4 962
3. შეიდი ელნაჰასი (კანადა) - 4 929
...14. საბა სულამანიძე (საქართველო) - 2 739
...36. ონისე სანებლიძე (საქართველო) - 985
...76. გიორგი ჩიქოვანი (საქართველო) - 290

+100 კგ

1. ტამერლან ბაშაევი (რუსეთი) - 5 900
2. რაფაელ სილვა (ბრაზილია) - 4 536
3. ინალ ტასოევი (რუსეთი) - 4 055
...6. გელა ზაალიშვილი (საქართველო) - 3 794
...8. გურამ თუშიშვილი (საქართველო) - 3 528
...28. ლევან მატიაშვილი (საქართველო) - 1 248
...43. საბა ივანეიშვილი (საქართველო) - 566
...80. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო) - 160

ლიპარტელიანი ათეულში

ეთერ ლიპარტელიანმა ტოკიოში ბრინჯაოსთვის იჭიდავა

ქალთა რეიტინგებში: ტეტიანა ლევიცკა შუკვანი 52 კილოში 30-ე პოზიციაზეა 1 373 ქულით. ამავე წონაში მარიამ ჯანაშვილი მე-80-ეა. 57-ში ეთერ ლიპარტელიანი მე-10 პოზიციაზეა 3 374 ქულით და ეს საუკეთესო შედეგია ქართველ ქალ ძიუდოისტთა შორის. ეთერმა წინა რეიტინგი ერთი საფეხურით გაიუმჯობესა და ათეულში შევიდა. 

70 კილოში მარიამ ჭანტურია 550 ქულით 39-ე პოზიციაზეა. ხოლო მძიმეში (+78 კგ) სოფიო სომხიშვილი 54 ქულით 85-ეა. სულ ეს არის, წონების მოწინავე ასეულებში მეტი წარმომადგენელი საქართველოს არ ჰყავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები