Thumbnail

ბარსელონას ახალი ათიანი ჰყავს! მესის ნომერი ანსუ ფატის მისცეს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ბარსელონას ახალი მე-10 ნომერი ანსუ ფატი იქნება
  • ლიონელ მესის ნომერი 'ლა მასიას' აღზრდილ ტალანტს გადასცეს

ოფიციალურად: ბარსელონას ახალი 'ათიანი' ჰყავს!

ლიონელ მესის ნომერი ახალი სეზონიდან "ლა მასიას" აღზრდილ ანსუ ფატის ექნება. მას შემდეგ, რაც ლეომ ბარსელონა უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და პარი სენ-ჟერმენს შეუერთდა, მისი 10-ნომრიანი მაისურის ამბავი გაურკვეველი იყო.

უცხოურ პრესაში ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა ვარიანტები ვრცელდებოდა. იყო ფილიპე კოუტინიოს ვარიანტი, ასევე ესპანური წყაროები იუწყებოდნენ, რომ ბარსელონა ამ სეზონში 10-ნომრიან მაისურს არავის მისცემდა, ახლა კი კლუბმა დაადასტურა, რომ ახალი 'ათიანი' ანსუ ფატი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის ფეხბურთელი შარშან შემოდგომაზე დაშავდა და თითქმის 1 წელია არ უთამაშა. ფატიმ ამ ხნის მანძილზე ორი ოპერაცია გადაიტანა და ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვა. ვარაუდობენ, რომ იგი მოედანს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ძალიან მალე დაუბრუნდება.

ბარსელონას მაიუსრების, მათ შორის ანსუ ფატის 10-ნომრიანი მაისურის, შეძენა კლუბის ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ. ესპანური კლუბის 2021/22 წლების სეზონის სათამაშო ფორმის ფასი 95 ევროდან იწყება და 160 ევრომდე ადის.

კომენტარები

ბოლო ამბები