Thumbnail

უკრაინის კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შეაფასა, რომლის შედეგად G ჯგუფში უკრაინასთან ერთად საქართველო, ესპანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია მოხვდნენ. 

54 წლის ლატვიელმა სპეციალისტმა, რომელიც ქართულ კალათბურთსა და კალათბურთელებს, ჯერ კიდევ სუპერლიგის კლუბ სოხუმში მწვრთნელად მუშაობის პერიოდიდან (2011 წელს) მოყოლებული, საკმაოდ კარგად იცნობს,  ყურადღება საქართველოს ნაკრებზე გაამახვილა. 

"საინტერესო ჯგუფია. დავიწყოთ ესპანეთით, რომელიც ნებისმიერი შემადგენლობით, ნებისმიერი ტურნირის ჯგუფის ფავორიტია. რესურსის წყალობით, ესპანეთს რამდენიმე ნაკრების შეკრება შეუძლია, თუმცა მისი საუკეთესო მოთამაშეები სეზონის დროს ევროლიგაში გამოდიან. 

ტენერიფეს ქართველი ცენტრი ACB ლიგის ბოლო სეზონის MVP-ად დაასახელეს

რაც შეეხება საქართველოს, აქ ძალიან ბევრი რამ ორ მოთამაშეზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მათგანი შერმადინია, რომელიც ბოლო წლებში ესპანეთის ჩემპიონატში დომინირებდა. ოღონდ, მას წლები ემატება და ეს ჩვენთვის დადებითი ამბავია. მეორეც, ჯერჯერობით გაუგებარია, ქართველები თავიანთი 30 ნატურალიზებული უცხოელიდან ნაკრებში რომელს მიიწვევენ. 

საქართველო ძალიან საშიშია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შინ თამაშობს. რაც შეეხება ქართველების ლიდერს, როდესაც შარშან თორნიკე შენგელია ცსკა-ში გადავიდა, კლუბი მას ნაკრებში თამაშის უფლებას აძლევდა. ეს მიანიშნებს, რაოდენ მნიშვნელოვანია შენგელიასთვის ეროვნულ გუნდში თამაში. პლუს, უცხოელი, პლუს ტრიბუნების მხარდაჭერა, კიდევ რამდენიმე აგრესიული კალათბურთელი და საქართველოს ნაკრები, როგორც ნებისმიერი სხვა გუნდი, რთული მეტოქეა. 

ზოგადად, აქცენტი მეტოქეებზე არ უნდა გავაკეთოთ და ფოკუსირება საკუთარ თამაშზე მოვახდინოთ. მნიშვნელოვანია, ვითარების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ძლიერი გუნდი შევკრიბოთ. პირველ ორ ფანჯარაში მაინც NBA-ს მოთამაშეთა ჩამოსვლის იმედი არ უნდა გვქონდეს", - ამბობს ბაგატსკისი.

საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის ეროვნული გუნდის მატჩები უმნიშვნელოვანესია

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ G ჯგუფში გამოსვლას სწორედ უკრაინასთან საშინაო შეხვედრით დაიწყებს. ილიას ზუროსისა და აინარს ბაგატსკისის გუნდების დაპირისპირება 26 ნოემბერს გაიმართება. მეორედ ეს ნაკრებები 2022 წლის 1-ელ ივლისს შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები