Thumbnail

ქარიმ ბენზემა ნაპოლიში | კარლო ანჩელოტის პირველი თხოვნა კლუბის პრეზიდენტს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ახალმა მწვრთნელმა ნეაპოლში ნაცნობების მიწვევაზე ზრუნვა უკვე დაიწყო
  • ნაპოლი ამ ზაფხულს შემადგენლობის გაძლიერებას სერიოზულად აპირებს

ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის შემადგენლობის გაძლიერებას სერიოზულად აპირებს. 

იტალიური და ესპანური მედიის ცნობით, ნეაპოლელთა მთავარი სატრანსფერო სამიზნე მადრიდის რეალის ფორვარდი ქარიმ ბენზემაა. როგორც ირკვევა, 58 წლის სპეციალისტმა ფრანგი ფორვარდის შეძენა კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს პირადად სთხოვა. 

ანჩელოტის ბენზემასთან ერთად უწინ რეალში, 2013-15 წლებში უმუშავია და შესაბამისად, 30 წლის ფეხბურთელის სათამაშო შესაძლებლობები იტალიელისთვის კარგადაა ცნობილი.

ნაპოლის ბაიერნის ნახევარმცველი არტურო ვიდალი და მილანის ვინგერი სუსოც აინტერესებს.

მიმდინარე სეზონში ბენზემამ 46 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და შეასრულა 10 საგოლე პასი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • რეალ მადრიდი
  • ლივერპული

კომენტარები

ბოლო ამბები