Thumbnail

წინსვლა რეიტინგში - ჭიკაძეს ბარბოზასთან მოგება დაუფასდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გიგა ჭიკაძემ UFC VEGAS 35-ზე ედსონ ბარბოზა დაამარცხა
  • ქართველი მებრძოლი UFC-ს რეიტინგში ორი პოზიციით დაწინაურდა

ქართული MMA-ს ისტორიაში 2021 წლის 29 აგვისტო ჯერჯერობით ყველაზე დასამახსოვრებელი თარიღი გახდა. გიგა ჭიკაძე პირველი ქართველია, რომელმაც UFC-ს ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში იჩხუბა და მისი მოგებაც მოახერხა.

33 წლის ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიელი ედსონ ბარბოზა დაამარცხა. მან მეტოქეს ნოკაუტით სძლია. ეს მოგება გიგასთვის UFC-ში ზედიზედ მეშვიდე იყო, ხოლო ბოლო სამი ბრძოლიდან ჭიკაძემ სამივეში ნოკაუტით გაიმარჯვა.

UFC-მ მორიგი წარმატებული ღონისძიების შემდეგ წონათა რეიტინგები განაახლა. გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქი კატეგორიის მე-10 ადგილზე იყო და ამ გამარჯვებით მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, რაც ნამდვილად დიდი წარმატებაა.

შეგახსენებთ, რომ გიგამ მომდევნო ჩხუბში მაქს ჰოლოვეი გამოიწვია, რომელიც წონის რეიტინგის პირველ ადგილზეა. ამ წონის მოქმედი ჩემპიონი და ქამრის მფლობელი ალექსანდერ ვოლკანოვსკია.

კომენტარები

ბოლო ამბები