Thumbnail

'100%-ით და მეტითაც დავიხარჯები' - ვაკო გვილიას ახალი გუნდი ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ვაკო გვილია პოლონური რაკუვის ფეხბურთელია
  • ქართველი ლეგიონერის პირველი კომენტარი

საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი ვაკო გვილია კარიერას პოლონეთში გააგრძელებს. ფეხბურთელმა პოლონეთის ვიცე-ჩემპიონ რაკუვთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, კიდევ ერთი სეზონით ხელშეკრულების გაგრძელების უფლებით. 

შეგახსენებთ, რომ გვილია სეზონის ბოლო ვარშავის ლეგიას დაემშვიდობა, სადაც კონტრაქტი დაუსრულდა და დღემდე ის უკლუბოდ იყო. პოლონეთში გვილიას ასევე უთამაშია გურნიკში. ეკსტრაკლასაში გვილიას 88 მატჩი აქვს ჩატარებული, ეროვნულ ნაკრებში კი - 37 მატჩი. 

"ძალზე რთული ტრანსფერი იყო, გვილიას დამატება მაისიდან გვსურდა. მოხარულები ვართ, რომ საბოლოოდ ის რაკუვის ფეხბურთელი გახდა. ის მე-8 ნომრის პოზიციაზე თამაშობს, ამ პოზიციაზე ჩვენ აქამდე მისი მსგავსი ფეხბურთელი არ გვყოლია. გვილია განსხვავებულია. ეს კი მეტი ვარიაციის საშუალებას მოგვცემს", - განაცხადა რაკუვის სპორტულმა დირექტორმა პაველ ტომჩიკმა.

ვაკო გვილია (რაკუვი): "მოთმინება ყოველთვის მომგებიანია. ახლა აქ ვარ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. კლუბისთვის 100 პროცენტით და მეტითაც დავიხარჯები. მსურს, გუნდში რაც შეიძლება მეტი პოზიტივი შემოვიტანო".

შეგახსენებთ, რომ რაკუვი ახლახან კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდიოდა. პოლონურმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში ხვიჩა კვარაცხელიას რუბინი გააგდო, მაგრამ პლეი ოფში ორი მატჩის ჯამში გიორგი ჩაკვეტაძის გენტთან დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები