Thumbnail

რეალმა პსჟ-სთან მოლაპარაკებები შეწყვიტა, მაგრამ ახალი გეგმა შეიმუშავა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მადრიდის რეალმა პსჟ-სგან პასუხი ვერ მიიღო და მოლაპარაკებები შეწყვიტა
  • მიუხედავად ამისა, დარჩენილ 24 საათში ყველაფერი შესაძლებელია

მადრიდის რეალმა კილიან მბაპეს შეძენაზე მიმდინარე ზაფხულს უარი თქვა. RMC Sport-ის ინფორმაციით, ესპანურმა კლუბმა მოლაპარაკებების შეწყვეტა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პსჟ-სგან შეთავაზებაზე (170 მილიონი და პლუს 10 მილიონის ბონუსი) პასუხი ვერ მიიღო.

წყარო იმასაც წერს, რომ მოლაპარაკებებიდან გასვლა შესაძლოა, ბლეფი იყოს და დარჩენილ 24 საათში, რაც სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რჩება, გამორიცხული ჯერ კიდევ არაფერია. ამასობაში, მბაპე საფრანგეთის ნაკრებს შეუერთდა და ადგილობრივ მედიას მოკლედ განუცხადა, რომ მშვიდად არის.

გარდა ამისა, Sky Sports-ის ცნობით, რეალმა ახალი გეგმა შეიმუშავა და ფრანგი შემტევის ხელში ჩაგდებას უფასოდ მომდევნო წელს ეცდება, რადგან კილიანს კონტრაქტი 10 თვეში ეწურება და მის განახლებაზე ამ დრომდე უარს ამბობს. მადრიდელებმა შესაძლოა იანვარში სცადონ მბაპესთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება.

ამგვარად, ჯერჯერობით, ყველაფერი გარკვეული არ არის და მბაპეს სატრანსფერო საგა გრძელდება. მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა საფრანგეთის ლიგა 1-ში 4 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები