Thumbnail
  • ეონიდ სლუცკიმ ძაღლი თავშესაფრიდან რუბინის ბაზაზე მიიყვანა
  • რუსმა სპეციალისტმა სახელი მას ხვიჩას საპატივცემულოდ დაარქვა

ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანა და მას 'კვარა' დაარქვა. სახელის შერჩევა, როგორც მიხვდით, ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება.

როგორც სლუცკიმ აღნიშნა, თუ ხვიჩა გუნდს დატოვებს, კლუბში მეორე 'კვარა' მაინც დარჩება, რომელიც სხვათა შორის, რუბინის ბაზაზე იცხოვრებს.

სლუცკისთან ერთად ძაღლი თავშესაფრიდან ყაზანის მერმა ილსურ მეტშინმა აიყვანა, რომელმაც არჩევანი 2 თვის ლეკვზე შეაჩერა, ხოლო სლუცკიმ უფრო ასაკოვანი ძაღლი შეარჩია, რომელსაც, როგორც ვთქვით - ‘კვარა’ დაარქვა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა "მეორე კვარა" უკვე ნახა. "ორი კვარა ძალაა, არა?" - ამბობს ხვიჩა ვიდეოში, რომელიც რუბინმა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს სექტემბრის მატჩებში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. 

კომენტარები

ბოლო ამბები