Thumbnail

'კონორის ერა დასრულდა, ხაბიბი წავიდა, გიგას დროა!' - გიგა ჭიკაძე

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჭიკაძემ ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა
  • 'თუ ჰოლოუეი არა, მაშინ ვინმე პირველი ხუთეულიდან' - ამბობს გიგა

გიგა ჭიკაძემ დღეს ლას ვეგასში ბრაზილიელი ედსონ ბარბოზა დაამარცხა და შემდეგ ოქტაგონზე ინტერვიუს მეშვეობით, დივიზიონის რეიტინგში პირველი ნომერი - მაქს ჰოლოუეი გამოიწვია.

ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე, გიგამ ბარბოზას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრაზილიელი ყველაზე რთული მეტოქე იყო ვისაც აქამდე UFC-ის ოქტაგონზე შეხვედრია.

📺 გიგა ჭიკაძე (43:00)

"ბარბოზა კარგი მებრძოლია, MMA-ში ასეთ ძლიერ კაცთან ჯერ არ მიჩხუბია. მაგრამ ჩემი ტექნიკა მისას აღემატებოდა, ის ცნობილია ე.წ. "ჰაილაითებით", მაგრამ თუ ვინმე იყო დღეს "ჰაილაითი" ეს მე ვიყავი." - ამბობდა გიგა.

"თუ მომდევნო მეტოქე ჰოლოუეი არ იქნება, მაშინ ვინმე პირველი ხუთეულიდან უნდა იყოს. ეს ბრძოლა, ჩემთვის სატიტულო ბრძოლისკენ გადასასვლელი ხიდი უნდა იყოს, რადგან უკვე გიგას დროა! კონორის ერა დასრულდა, ხაბიბი სპორტიდან წავიდა, ახლა გიგას დროა!"

კომენტარები

ბოლო ამბები