Thumbnail

'ყველა საბუთი მზადაა' - ბელგიაში მიქაუტაძეს სანაკრებო პაუზის მერე ელიან

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ეუპენთან თამაშის წინ სერენის ესპანელმა თავკაცმა ჟორდი კონდომმა გიორგი მიქაუტაძის სავარაუდო ტრანსფერზე ილაპარაკა. "ყველა დოკუმენტი მზად არის. ის ჩვენთან სანაკრებო პაუზის მერე გამოცხადდება". 

რამდენიმე წუთის წინ მეცმა ის სია გამოაქვეყნა, რომელიც კლერმონთან ლიგა 1-ის მე-4 ტურის მატჩისთვის ემზადება. 22-კაციან სიაში არ არის ქართველი ფორვარდი, მისი იჯარით გაშვება ბელგიურ სერენში გადაწყვეტილია. მიქაუტაძე სერენში სეზონის ბოლომდე ითამაშებს. 

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ლიგა 1-ის ახალ სეზონში სულ რამდენიმე წუთი ითამაშა ლილთან შეხვედრაში. გასულ სეზონში მან სერენში 23 თამაშში 22 გოლი გაიტანა და ბელგიის რანგით მე-2 დივიზიონის ბომბარდირი გახდა. ახლა სერენი ჟუპილერ ლიგაში თამაშობს და 5 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-11 პოზიციაზეა. 28 აგვისტოს სერენი ეუპენს ესტუმრება. რაც შეეხება მეცს, ფრანგული კლუბი 29 აგვისტოს კლერმონს ესტუმრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები