Thumbnail

შალანდის სია - საქართველოს ნაკრების მეტოქის შემადგენლობა ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველოს ნაკრების უახლოესმა მეტოქემ შემადგენლობა დაასახელა
  • კოსოვოელები თითქმის უძლიერესი შემადგენლობით თამაშობენ

კოსოვოს ნაკრების შვეიცარიელმა თავკაცმა ბერნარ შალანდმა საქართველოს, საბერძნეთისა და ესპანეთის ნაკრებებთან თამაშისთვის ეროვნული გუნდის შემადგენლობა გამოაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს ვილი სანიოლის ნაკრები კოსოვოს ბათუმში უმასპინძლებს. მატჩი 20:00-ზე დაიწყება და ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, უმაყურებლოდ ჩატარდება. კოსოვოს არბერ ზენელი (რეიმსი) აკლია. სხვა მხრივ, თითქმის უძლიერესი შემადგენლობაა. ციურიხის მირლინდ კრეიზიუ სიაშია, მაგრამ საქართველოს ნაკრებთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო, ტოვებს. 

კოსოვოს ნაკრები

მეკარეები: არიანეტ მურიჩი (ადანა), ვისარ ბერკაი (ტირანა), სამირ უიკანი

მცველები: მიორგიმ ვოივოდა (ტორინო), ფლორენტ ჰადერგიონაი (კასიმფაშა), ამირ პრაჰმანი (ნაპოლი), ფიდან ალიტი (ციურიხი), იბრაჰიმ დრესევიჩი (ჰეერენვენი), ბეტიმ ფაცლი (სენტ გალენი), მირლინდ კრეიზიუ (ციურიხი), დავიდ დომგიონი (ლუცერნი), ლირიმ კასტრატი (უიპეშტი)

ნახევარმცველები: ჰეროლინდ შალა (სტაბეკი), ზიმერ ბიტიქი (კონია), ვალონ ბერიშა (რეიმსი), ბესარ ჰალიმი (რიგა), ბერსანტ სელინა (დიჟონი), მილოტ რაშიცა (ნორვიჩ სიტი), ელბასან რაშანი (კლერმონი), ფლორიან ლოშაი (კრაკოვია), ლირიმ კასტრატი (დინამო ზაგრები), ფლორენტ მუსლიაი (ჰანოვერი)

თავდამსხმელები: ვედატ მურიქი (ლაციო), ასტრიტ სელმანი (ჰამარბი).

კომენტარები

ბოლო ამბები