Thumbnail

8points9seconds.com-მა ინდიანა პეისერსის ქართველ ცენტრს, გოგა ბითაძეს სტატია მიუძღვნა - "რა ელის უახლოეს მომავალში სათადარიგო ცენტრ გოგა ბითაძეს".

"2019 წელს დრაფტზე ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძე აირჩია, რომელიც მაილს ტერნერთან და დომანტას საბონისთან ერთად ინდიანას ცენტრების სამეულის მესამე წევრი უნდა ყოფილიყო და განვითარებულიყო. ორი სეზონი გავიდა და ბითაძის როლთან დაკავშირებით კვლავ ბევრი კითხვაა.

ამ ზაფხულს ინდიანამ კიდევ ერთი ცენტრი დაიმატა, კენტაკის აიზია ჯეკსონი. ჯეკსონი უფრო უნივერსალია, ვიდრე გოგა და შესაძლოა, ის გახდეს გუნდის პირველი სათადარიგო ცენტრი. რას ნიშნავს ეს ბითაძისთვის?

გოგა ბითაძე 2019/20 სეზონში - 8.7 წუთი საშუალოდ
გოგა ბითაძე 2020/21 სეზონში - 12.5 წუთი საშუალოდ

გოგას ორი სეზონი პანდემიას დაემთხვა, ის ეჩვეოდა ახალ ცხოვრებას აშშ-ში, ხანდახან შესანიშნავად თამაშობდა ფარზე, მაგრამ აკლდა სტაბილურობა. ფარზე გოგა შესანიშნავად იცავს თავს, მაგრამ სროლა ჯერ ვერ დაარეგულირა. 

გოგას კვლავ ნათელი მომავალი ელის, როგორც NBA-ის კლუბის სათადარიგო ცენტრს, მაგრამ კონკრეტულად მისი სიტუაცია ინდიანაში საეჭვოდ დამძიმდა - ისედაც სათამაშო წუთების დიდი ნაწილი ტურბონისს (ტერნერი, საბონისის დუეტი) მიაქვს, დარჩენილი წუთებისთვის კი ბრძოლაში ჯეკსონი ჩაებმება.

2021 წელია და ინდიანას ძალზე წარუმატებელი სეზონი ჰქონდა. ორი "მაღლით" თამაში არ მუშაობს სათანადოდ, მაგრამ კლუბი ამ ტაქტიკას არ ეშვება. ახლა, როცა კლუბში ორი ახალგაზრდა, ნიჭიერი ცენტრია, დროა, კლუბმა დაალაგოს სიტუაცია, ვინ ითამაშებს, ვის კი - წასვლა მოუწევს.

ზაფხულის ლიგა გოგასთვის დიდი შესაძლებლობა უნდა ყოფილიყო, უნდა გვენახა, რამდენად განვითარდა ის, მაგრამ გოგამ ლას ვეგასში ვერ ითამაშა. 

NBA-ში ბევრი გუნდა იყოს, რომელსაც სჭირდება ნიჭიერი ცენტრი, რომელსაც სათადარიგოს როლს მისცემს და მნიშვნელოვან ფიგურად გაზრდის. გოგა ჯერ მხოლოდ 22 წლის არის. მას კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი NBA-ში. პეისერსის ადგილას ჩვენ რომ ვიყოთ, ტელეფონს ავიღებდით და გავიგებდით, ვის სჭირდება ბითაძე, რათა მან სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. ორი უცნაური სეზონის მიუხედავად, გვჯერა, რომ მას NBA-ში მომავალი აქვს. ინდიანაში კი იმაზე მეტი კარგი "მაღალია", ვიდრე ერთ კლუბს ესაჭიროება. არ არის რეალური საშუალება, რომ გოგამ ან ჯეკსონმა საჭირო წუთები მიიღონ განვითარებისთვის. ბითაძე ძალზე კარგი სათადარიგო ცენტრი შეიძლება გახდეს, რომელმაც ბოლოს შეიძლება, სასტარტო როლზეც კი გაიწიოს. პეისერსს კი რჩება მხოლოდ ერთი რამ - იშოვოს საუკეთესო პარტნიორი გაცვლისთვის.

 

კომენტარები

ბოლო ამბები