Thumbnail

იტალიის ნაკრებში ძანიოლო დაბრუნდა და მანჩინიმ ერთი დებიუტანტიც გამოიძახა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 34 ფეხბურთელია
  • "აძურის" ისტორიული რეკორდების დამყარების შანსი აქვს

ევროპის მოქმედი ჩემპიონის, იტალიის ნაკრების შემადგენლობა სექტემბერში გასამართი მატჩებისთვის ცნობილია. რობერტო მანჩინიმ გუნდში 34 ფეხბურთელი გამოიძახა.

მათ შორის 25 მათგანი ევროპის ჩემპიონია - მხოლოდ ლეონარდო სპინაცოლა ვერ მოხვდა განაცხადში, რისი მიზეზიც ცხადია, ტრავმაა. სამაგიეროდ, იტალიის ნაკრებს ზუსტად 1 წლის შემდეგ დაუბრუნდა უნიჭიერესი ნიკოლო ძანიოლო, რომელმაც ევრო 2020-ზე ტრავმის გამო ვერ ითამაშა. მანჩინის რჩეულთა შორის არიან ლორენცო პელეგრინი და სტეფანო სენსიც, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის წინ შეკრებაზე მიიღეს ტრავმები და მათ ნაცვლად ევრო 2020-ზე მატეო პესინა და გაეტანო კასტროვილი მოხვდნენ. იტალიას ერთი დებიუტანტიც ჰყავს - სასუოლოს თავდამსხმელი ჯანლუკა სკამაკა.

იტალიის ნაკრების შემდგენლობა

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, საფრანგეთი), პიერლუიჯი გოლინი (ტოტენჰემი, ინგლისი), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ჯენოა).

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ემერსონ პალმიერი (ლიონი, საფრანგეთი), ალესანდრო ფლორენცი (მილანი), მანუელ ლაძარი (ლაციო), ჯანლუკა მანჩინი (რომა), რაფაელ ტოლოი (ატალანტა).

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), გაეტანო კასტროვილი (ფიორენტინა), ბრაიან კრისტანტე (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ლორენცო პელეგრინი (რომა), მატეო პესინა (ატალანტა), სტეფანო სენსი (ინტერი), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ნიკოლო ძანიოლო (რომა).

თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (ტორინო), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მოისე კინი (ევერტონი, ინგლისი), ჯაკომო რასპადორი (სასუოლო), ჯანლუკა სკამაკა (სასუოლო).

იტალიის ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბულგარეთს (2 სექტემბერს), შვეიცარიას (5 სექტემბერი) და ლიეტუვას (8 სექტემბერი) დაუპირისპირდება. რობერტო მანჩინის გუნდს ერთადერთი დაუმარცხებელი თამაში აშორებს, რომ ესპანეთის რეკორდი გაიმეოროს წაუგებელი მატჩების ხანგრძლივობით, ხოლო თუ უახლოეს ორ თამაშს არ წააგებს (ბულგარეთთან და შვეიცარიასთან), ყველა დროის რეკორდს დაამყარებს. "სკუადრა ააძურას" ამ დროისთვის 34-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. იტალია მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე თავის ჯგუფში 9 ქულით ლიდერია.

კომენტარები

ბოლო ამბები