Thumbnail
  • 29 წლის ქართველი კალათბურთელი მოსკოვის ცსკა-ში სოლიდურ ხელფასს იღებს
  • Eurohoops-მა ევროლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები ჩამოთვალა

ავტორიტეტულმა პორტალმა Eurohoops-მა 2021/22 წლების ევროლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელების რეიტინგი შეადგინა. ტოპათეულში საქართველოს ნაკრების და ცსკა-ს კალათბურთელი თორნიკე შენგელიაც მოხვდა.

საიტის რეინტინგის თანახმად, ყველაზე დიდი ხელფასი ბარსელონას ლიდერ ნიკოლა მიროტიჩს აქვს, რომელიც სეზონში 4,5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. მეორე და მესამე ადგილებზე ევროპლიგის მოქმედი ჩემპიონები, ეფესის კალათბურთელები შეინ ლარკინი და ვასილიე მიციჩი არიან, რომლებიც შესაბამისად, 3,7 და 3 მილიონს გამოიმუშავებენ. რაც შეეხება რუსული კლუბის ქართველ ფორვარდს, 1,8-მილიონიანი ხელფასით თოკო ამ სიაში მერვე პოზიციაზეა (მსგავსი ანაზღაურება ათეულის კიდევ ორ კალათბურთელს აქვს). 

"ცსკა-ში გატარებულ მეორე წელს შენგელიას ხელფასი იზრდება და ის TOP 10-ში შედის. ეს შესანიშნავი კონტრაქტია, რომელსაც ქართველი ფორვარდიც თავისი კარიერის მოცემულ ეტაპზე ნამდვილად იმსახურებს", - წერს საიტი.

TOP 10

1. ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა ) - 4,5 მილიონი აშშ დოლარი
2. შეინ ლარკინი (ეფესი) - 3,7 მლნ
3. ვასილიე მიციჩი (ეფესი) - 3 მლნ
4. ნიკოლა მილუტინოვი (ცსკა) - 2,5 მლნ
5. იან ვესელი (ფენერბაჰჩე) - 2,3 მლნ
6. უოლტერ ტავარეში (რეალი) - 2 მლნ
7. ნანდო დე კოლო (ფენერბაჰჩე) - 1,9 მლნ
8. თორნიკე შენგელია (ცსკა) - 1,8 მლნ
9. კოსტას სლუკასი (ოლიმპიაკოსი) - 1,8 მლნ
10. ნიკ კალატესი (ბარსელონა) - 1,8 მლნ.

ცსკა-ში გადასვლის გამო, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბევრმა გააკრიტიკა

თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში 2020 წლის ზაფხულში, ესპანური ბასკონიადან გადავიდა. რუსულმა კლუბმა 2020/21 წლების ევროლიგაში ოთხთა ფინალში გააღწია, სადაც ნახევარფინალი მომავალ ჩემპიონ ეფესთან დათმო. თორნიკე ტურნირში საშუალოდ მატჩში 11,2 ქულას, 4,9 მოხსნასა და 2,3 პასს აგროვებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები