Thumbnail

ერთად ტრიბუნაზე - შოთა არველაძე და შენოლ გიუნეში გალას მატჩს დაესწრნენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • შოთა არველაძე და შენოლ გიუნეში გალათასარაი-რანდერსის შეხვედრას დაესწრნენ
  • ტრაბზონსპორის ყოფილ მწვრთნელი და ფეხბურთელი ურთიერთობას აგრძელებენ

შოთა არველაძე თურქეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან შენოლ გიუნეშთან ერთად სტამბოლში, გალათასარაისა და რანდერსის შეხვედრას დაესწრო. ფოტოები, სადაც თურქუთში სტუმრად მყოფი 48 წლის ქართველი სპეციალისტი სტამბოლის სტადიონის ტრიბუნაზე, თავის ყოფილ დამრიგებელთან ერთად იმყოფება, ადგილობრივმა მედიამ გამოაქვეყნა.

ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა გალათასარაიმ ანგარიშით 2:1 მოიგო, ორი მატჩის ჯამში კი - 3:2 და ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, რომლის წილისყრა 27 აგვისტოს გაიმართება. 

მანამდე შოთა არველაძე და შენოლ გიუნეში სტამბოლში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის ღონისძიებასაც სტუმრობდნენ.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე და შენოლ გიუნეში ერთად 1993-96 წლებში, ტრაბზონსპორში მუშაობდნენ. ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ერთად თურქეთის თასი და სუპერთასი მოიგეს, ორჯერ კი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. 

შოთა და არჩილ არველაძეები ტრაბზონსპორის ვარსკვლავები იყვნენ

69 წლის ცნობლი თურქი სპეციალისტი, რომელმაც თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოაპოვებინა, ნაკრებში 2019 წელს დაბრუნდა და ამ დრომდე მისი მთავარი მწვრთნელია.

შოთა არველაძე ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, კაისერისპორს, კასიმპაშას, ტრაბზონსპორს, თელ ავივის მაკაბისა და ტაშკენტის ფახთაქორს წვრთნიდა. ქართველი სპეციალისტი ამჟამად კლუბის ძიებაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები