Thumbnail

ძალოსნობა | ნათია გადელია ევროპის ჩემპიონია!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

პოლონეთში ძალოსანთა ევროპის ახალგაზრდული (U15 & U17) ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენების ტრიუმფით მიმდინარეობს. დღეს ევროპის ჩემპიონი (17 წლამდელთა შორის) ნათია გადელია (81 კგ) გახდა. 

ზუგდიდელმა სპორტსმენმა ატაცი 87 კილოგრამით მოიგო, აკვრა - 117-ით, ორ მცირე ოქროსთან ერთად, ის ევროპის ჩემპიონი გახდა ორჭიდში 204 კილოგრამით. ნათიამ უახლოეს კონკურენტ ემა პოღოსიანს (სომხეთი) ორჭიდში 8 კილოგრამით აჯობა, ბრინჯაოს პრიზიორ ესმა ალპერს (თურქეთი) კი - 22 კილოგრამით. შეგახსენებთ, რომ დღით ადრე 15-წლამდელთა შორის ტრიუმფი ჰქონდა მარიამ მურღვლიანს (81 კგ), მანაც სამი ოქრო მოიგო. 

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 19 აგვისტოს დაიწყო, შეჯიბრება 27 აგვისტოს დასრულდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები