Thumbnail

სტამბოლში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრასთან ერთად სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების და მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა.

წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლაში ბოლო შორტლისტში 3 ფეხბურთელი გახლდათ: ჟორჟინიო (ჩელსი, იტალია), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია) და ნ'გოლო კანტე (ჩელსი, საფრანგეთი). აღსანიშნავია, რომ ჯილდოს 11-წლიან ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ საბოლოო 3-კაციან სიაში მხოლოდ ნახევარმცველები იყვნენ. ამ სამეულიდან უეფამ საუკეთესოდ ჟორჟინიო დაასახელა.

წაიკითხე | ‘ოქროს ბურთი? მესის მადარებთ?’ - თავმდაბალი ჟორჟინიოსთვის მთავარი კრიტერიუმებია

უეფას წლის რჩეულები

საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი: ჟორჟინიო (ჩელსი)

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ალექსია პუტელიასი (ბარსელონა)

საუკეთესო მამაკაცი მეკარე: ედუარდ მენდი (ჩელსი)

საუკეთესო ქალი მეკარე: სანდრა პანიოსი (ბარსელონა)

საუკეთესო მამაკაცი მცველი: რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი)

საუკეთესო ქალი მცველი: ირენ პარედესი (პსჟ)

საუკეთესო მამაკაცი ნახევარმცველი: ნ'გოლო კანტე (ჩელსი)

საუკეთესო ქალი ნახევარმცველი: ალექსია პუტელიასი (ბარსელონა)

საუკეთესო მამაკაცი თავდამსხმელი: ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი)

საუკეთესო ქალი თავდამსხმელი: ჯენი ერმოსო (ბარსელონა)

საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი: თომას ტუხელი (ჩელსი)

საუკეთესო ქალი მწვრთნელი: ლუის კორტესი (ბარსელონა)

უეფას პრეზიდენტის ჯილდო: კოპენჰაგენის გმირები

შეგახსენებთ, რომ უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ყველაზე მეტჯერ ტურინის იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს აქვს მოგებული (3-ჯერ), შარშან კი გამარჯვება მიუნხენის ბაიერნის პოლონელმა გოლეადორმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მოიპოვა. 

უეფას წლის ფეხბურთელი (ყველა გამარჯვებული)

2011  - ლიონელ მესი (ბარსელონა)

2012 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)

2013 - ფრანკ რიბერი (ბაიერნი)

2014 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

2015 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

2016 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

2017 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

2018 - ლუკა მოდრიჩი (რეალი)

2019 - ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული)

2020 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)

კომენტარები

ბოლო ამბები