Thumbnail

მადრიდის რეალსა და პარი სენ-ჟერმენს შორის კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება!

პარიზულმა გრანდმა მადრიდელთა პირველ შეთავაზებაზე (160 მილიონი ევრო) უარი თქვა, თუმცა ‘სამეფო კლუბი’ არ ნებდება და ვაჭრობას აგრძელებს. ახალი ინფორმაციით, პსჟ ფრანგი სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ გაცილებით მეტს, მეგა-თანხას ითხოვს.

როგორც პარიზულ კლუბთან დაახლოებული გამოცემა Le Parisien წერს, პსჟ მბაპეს სანაცვლოდ 220 მილიონ ევროს ითხოვს. ამავდროულად, მეორე სოლიდური ფრანგული გამოცემა იტყობინება, რომ პარიზელები მზად არიან, რეალს 200 მილიონზეც დათანხმდნენ.

კილიან მბაპე პსჟ-ს ალბათ მალე დატოვებს

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ოთხშაბათს დაადასტურა, რომ პარიზელებმა მადრიდული გრანდისგან წინადადება მიიღეს და 22 წლის ფორვარდსაც სურს, რომ რეალში გადავიდეს. თუმცა ლეონარდომ ისიც თქვა, რომ რეალის პირველი შეთავაზება “ზედმეტად დაბალი იყო”.

კილიან მბაპემ გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 31 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. ევროპის ჩემპიონატზე მან 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 1 ასისტით გამოირჩა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები