Thumbnail

111 კენშო 11 დღეში | რამდენი გამოიმუშავა ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის 111 კენშო 11 დღეში
  • 1 კენშო= 60 000 იენი

ტოკიოში სუმოს მექა "კოკუგიკანში" წლის მე-3 ბაშო ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) ტრიუმფით მიმდინარეობს, მან 11-დან 11 ორთაბრძოლა მოიგო. ვნახოთ, რამდენი გამოიმუშავა მან ამ ტურნირზე...

► მე-11 მოგება ბრწყინვალე ილეთით, ტოჩინოშინი დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს ელის

ბაშოზე კერძო ფირმები და სახელიმწიფო ორგანიზაციებიც თავიანთი სურვილისამებრ აწესებენ ფულად პრიზს - კენშოს, რომელიც 60 ათასი იენის ტოლფასია (1 331 ლარი). 

როგორც წესი, უფრო მეტი კენშო უმაღლესი რანგის სუმოისტების ჭიდაობაზე, ან ფანებს შორის პოპულარული სპორტსმენების ბრძოლებზე წესდება. ყოველი ბრძოლის წინ ამ ფირმის ლოგოიანი ბანერები დოჰიოზე გამოაქვთ და ყველას შეუძლია დაითვალოს, რამდენი კენშოა დაწესებული კონკრეტული ორთაბრძოლისთვის. ბუნებრივია, კენშო გამარჯვებულს რჩება და მას ბრძოლის მერე გადაეცემა კონვერტში. 

ბუნებრივია, ეს სპონსორული პრიზები სუმოისტთა ერთადერთი შემოსავალი სულაც არ არის. 
სხვათა შორის, სუმოისტი მხოლოდ პრიზის ნახევარს იღებს, მიზერული ნაწილი იქვითება, დანარჩენი კი სუმოს ასოციაციის ანგარიშზე რჩება, სანამ სპორტსმენი კარიერას არ დაასრულებს. 

მაშ ასე, ნაცუ ბაშოზე ტოჩინოშინის ორთაბრძოლებში 111 კენშო გათამაშდა და 111-ვე ქართველმა სუმოისტმა მოიგო. გამოდის, რომ ლევანმა დაახლოებით 148 ათასი ლარი გაინაღდა. 

მე-12 დღეს ლევან გორგაძე 40-გზის ჩემპიონს, მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოს შეხვდება. ეს ბრძოლა ყურადღების ცენტრშია და მასზე ბევრ კენშოს ელიან. 

ნაცუ ბაშო. კენშო (ლიდერები)

254 - კაკურიუ (იოკოძუნა). 10-1 ბალანსი

236 - ჰაკუჰო (იოკოძუნა). 10-1

111 - ტოჩინოშინი (სეკივაკე). 11-0

81 - მიტაკეუმი (კომუსუბი). 7-4

70 - აბი (მაეგაშირა 2). 5-6

53 - ენდო (კომუსუბი). 3-6-2

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • რეალ მადრიდი
  • ლივერპული

კომენტარები

ბოლო ამბები