Thumbnail

2 ოპერაციის შემდეგ - ანსუ ფატიმ ბარსელონაში ვარჯიში განაახლა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ანსუ ფატიმ ბარსელონაში ვარჯიში განაახლა
  • ესპანელი მინდორს 10-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა

ბარსელონამ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ანსუ ფატის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ესპანელი მოთამაშე მინდორს დაუბრუნდა და კლუბთან ერთად ვარჯიში განაახლა.

ფატი მინდორს 10-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მან ტრავმა შარშან, ნოემბერში, ბეტისთან შეხვედრაში მიიღო - იოგები გაიწყვიტა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა. ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ სარეაბილიტაციო პერიოდი დიდხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც ფატის კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა. ამის გამო მან ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვა.

ანსუ ფატიმ ლა ლიგის გასულ სეზონში სულ 7 მატჩის ჩატარება მოასწო, სადაც თავი 4 გატანილი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ჩემპიონთა ლიგაში კი ესპანელმა 3 შეხვედრა გამართა, სადაც ერთი გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ფატი სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

კომენტარები

ბოლო ამბები