Thumbnail

ევროპის ჩემპიონი ევროპის რეკორდით! - ოჩიგავამ ყველას აჯობა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

პოლონეთში, ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავამ ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის რეკორდიც დაამყარა. ზურაბ ანთაურის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით აგრძელებს ასპარეზობას, 15-წლამდელთა შორის დღეს ლევან ოჩიგავამ (73 კგ) იასპარეზა. 

მან ატაცში 117 კილოგრამი, აკვრაში 146, ორჭიდში კი 263 კილოგრამი დაძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა, ორივე მცირე ოქროც მან მოიპოვა. ამასთან, საქართველოს 3 და ევროპის 1 რეკორდი (აკვრაში) დაამყარა. მე-2 ადგილზე 255 კილოგრამით ბელარუსი ივან იაჰორაუ გავიდა, ხოლო მესამეზე - რუსი ტაულან ბოგატირევი - 239. 

დღესვე 17-წლამდელ გოგონათა შორის მარიამ მაისურაძე იასპარეზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები