Thumbnail
  • საუთჰემტონი 1:1 იუნაიტედი | ვულვზი 0:1 ტოტენჰემი
  • მანჩესტერ იუნაიტედმა გასვლითი მატჩების რეკორდი გაიმეორა
  • პოგბამ ისევ საგოლე პასი გააკეთა, ვარანის დებიუტი გადაიდო
  • ტოტენჰემს კაპიტანი ჰარი კეინი დაუბრუნდა

ჰარი კეინი ტოტენჰემის ძირითად შემადგენლობაში არ იყო, მაგრამ შეცვლაზე ითამაშა და დღეს ესეც ამბავია!

კაპიტანთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმის შესახებ ყველამ იცის და ამ თემას აღარ განვავრცობთ - ფაქტია, კეინი შეცვლაზე შევიდა და მოედანზე დაახლოებით 20 წუთი გაატარა. თუმცა, ნუნუ ესპირიტუ სანტუს გუნდმა მატჩის ბედი კეინამდე გადაწყვიტა: ტოტენჰემმა ვულვზი დელე ალის მიერ მე-9 წუთზე ზუსტად დარტყმული პენალტით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი მწვრთნელის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ლონდონელებმა განსაკუთრებით ეფექტური ფეხბურთი ვერ ითამაშეს, თუმცა რაც მთავარია, 3 ქულა მოიპოვეს და 2 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში 100-პროცენტიანი შედეგი აქვთ.


აი, მანჩესტერ იუნაიტედმა კი თავის ქომაგებს იმედები გაუცრუა. ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ლიდთან 5:1-ის შემდეგ, სტუმრად საუთჰემპტონის დამარცხება ვერ შეძლო - 1:1. მანკუნიანელები ფრედის ავტოგოლით აგებდნენ და ანგარიში მეორე ტაიმში მეისონ გრინვუდმა პენალტით გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ სულშერმა ახალწვეული მცველი რაფაელ ვარანი მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

სხვათა შორის: მანჩესტერ იუნაიტედმა სტუმრად ზედიზედ 27-ე მატჩი არ წააგო, რითაც ლონდონის არსენალის რეკორდი გაიმეორა. მომდევნო ტურში, 29 აგვისტოს იუნაიტედი ვულვერჰემპტონს ესტუმრება და ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები