Thumbnail

მე-2 წრიდან უინსტონ-სალემში - ბასილაშვილის იოლი ბადე US Open-ის წინ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში მარცხის შემდეგ, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (40) უინსტონ-სალემში (აშშ) ATP-ის 250-იანი სერიის ტურნირზე გადაერთვება, სადაც მე-7 ნომრად განთესილია.

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი პირველი წრიდან თავისუფალია და ბრძოლას მე-2 წრიდან იწყებს, სადაც ან არგენტინელ ფედერიკო კორიას (65) შეხვდება, ან იტალიელ ლორენცო მუსეტის (62). მესამე წრეში გასვლის შემთხვევაში, ბასილაშვილის მეტოქე შესაძლოა, არგენტინელი ფედერიკო დელბონისი (48) იყოს, რომელიც უინსტონ-სალემში მე-10 ნომრად არის განთესილი. შეიძლება ითქვას, რომ ბასილაშვილს იოლი ბადე შეხვდა. 

უინსტონ-სალემის ტურნირის საპრიზო ფონდი $717 955-ია, კორტების საფარი - ჰარდი. უინსტონ-სალემის ტურნირი უკანასკნელი რეპეტიციაა დიდი სლემის ტურნირის, US Open-ის წინ. ნიკა, სავარაუდოდ, განთესილთა (32 განთესილი) არ იქნება, თუ ტურნირის წინ კიდევ სამი ჩოგბურთელი არ მოეხსნება, რომელთაც ბასილაშვილზე მაღალი რეიტინგი აქვთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები