Thumbnail

ლუკა გაგნიძეს, რომელიც მოსკოვის დინამოდან იჯარით ეკატერინბურგის ურალში გამოდის, კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას "სპორტ ექსპრესი" 18 წლის ფეხბუთელის აგენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ლუკას ნამდვილად აქვს კოვიდი, მაგრამ ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს. რამდენიმე დღის შემდეგ ის ვარჯიშსაც განაახლებს", - უთხრა გამოცემას ირაკლი ლილუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ურალის რამდენიმე ფეხბუთელს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი ჰქონდა, თუმცა მათ შორის გაგნიძე არ დასახელებულა. მოგვიანებით კლუბის პრესსამსახურმა 
მოთამაშეთა დაინფიცირების შესახებ ხმები უარყო. 

ლუკა გაგნიძე მოსკოვის დინამოში დინამო თბილისიდან ამ ზაფხულს გადავიდა და რუსულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მოსკოველებმა პერესპექტიული ქართველი ნახევარმცველი ერთწლიანი იჯარით ურალში გაუშვეს. ლუკამ თამაში რუსეთის პრემიერლიგის ორ მატჩში მოასწრო - ნიჟნი ნოვგოროდსა (1:1) და სოჩისთან (0:2), მას შემდეგ კი მოედანზე აღარ გამოჩენილა. 

ლუკამ რუსეთის პრემიერლიგის ორ მატჩში ითამაშა და ორივეჯერ შეცვლაზე

ეკატერინბურგის ურალს ჩემპიონატის 4 მატჩში მოპოვებული მხოლოდ 1 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. ლუკა გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 აგვისტოს, შინ მოსკოვის დინამოსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები