Thumbnail

8 მილიონი ევრო, ხედი ეიფელის კოშკისკენ | პსჟ და ბუფონი მთავარზე შეთანხმდნენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჯანლუიჯი ბუფონის პარი სენ-ჟერმენში გადასვლა შესაძლოა დღესვე გამოცხადდეს
  • მეკარის წარმომადგენლებმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს

ჯანლუიჯი ბუფონი, რომელიც ცოტა ხნის წინ იუვენტუსს დაემშვიდობა, პარი სენ-ჟერმენში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. როგორც Sky Sport Italia იუწყება, 40 წლის იტალიელი მეკარის წარმომადგენლებმა პარიზულ კლუბში შეხვედრა გამართეს და გაირკვა, რომ ჯიჯის პსჟ 2-წლიან კონტრაქტსა და წლიურ 8 მილიონ ევროს სთავაზობს. წყაროს ცნობით, ახლა მოსაგვარებელი უმნიშვნელო დეტალებიღა რჩება.

ამასთან, მედია წერს, რომ ბუფონი ყატარში გასამართი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ელჩიც გახდება, მისი ბინა პარიზში კი ეიფელის კოშისკენ ხედით იქნება.

მანამდე ჯანლუიჯი ბუფონმა მოსაფიქრებლად ერთი კვირა ითხოვა.

"მოდით, ჯერ ნუ ვისაუბრებთ პსჟ-ში ჩემს გადასვლაზე. წინ ერთი კვირა მაქვს, რათა დავმშვიდდე, კარგად დავფიქრდე და გადავწყვიტო. ეს რთულია. 40 წლის ასაკში სპონტანურად მოქმედება არ ივარგებს, ყველაფერს გააზრება სჭირდება", - აქვეყნებს ჯიჯის ნათქვამს Sky Sport Italia.

ზოგიერთი გამოცემა იმასაც წერს, რომ ბუფონის პარი სენ-ჟერმენში ტრანსფერის შესახებ უკვე დღესვე შეიძლება გამოცხადდეს...

ახლახან ჯანლუიჯი ბუფონმა იუვენტუსიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა, რომლის ღირსებას 17 წლის განმავლობაში იცავდა.

პარი სენ-ჟერმენში მთავარ მწვრთნელად დორტმუნდის ბორუსიის ყოფილი თავკაცი თომას ტუხელი დაინიშნა.

კომენტარები

ბოლო ამბები