Thumbnail

ჭიდაობა | ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ყველაზე ახლოს კვარცხლბეკთან დავით კოღუაშვილი იყო
  • თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ტურნირზე 9 წევრით იყო წარდგენილი

საქართველოს თავისუფალი სტილითი მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა რუსეთის ქალაქ უფაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულეს.

კვარცხლბეკზე ასვლასთან ყველაზე ახლოს დავით კოღუაშვილი (86 კგ.) იყო, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის რუს ისლამ კარტოევს დაუპირისპირდა და 6:9 წააგო. მანამდე კოღუაშვილმა გვატემალელ უბიკო ესტრადასა (13:2) და ამერიკელ კოლტონ ჰოუქსს (11:9) სძლია, ნახევარფინალში კი ირანელ ბიგლარ ფირუზპურბანდპეისთან 4:14 წააგო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 10-დან 9 წონაში იყო წარდგენილი. კოღუაშვილის გარდა, უმედლოდ დარჩნენ ომარ გაზაშვილი (61 კგ.), გიორგი ჭოლაძე (65 კგ.), დავით ფაცინაშვილი (70 კგ.), ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ.), ბაგრატ გაგნიძე (79 კგ.), ანდრო მარგიშვილი (92 კგ.), ლუკა ხუჭუა (97 კგ.) და გიორგი ჩიხრაძე (125 კგ).

ცნობისთვის, 20-22 აგვისტოს უფაშივე ჩატარდება მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

კომენტარები

ბოლო ამბები