Thumbnail

სტივესონი WWE-ში - ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილის კონკურენტი აღარ იქნება?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი, 21 წლის ამერიკელი გეიბლ სტივესონი, რომელმაც ტოკიოში ფინალში ბოლო წამზე დაამარცხა ქართველი ფალავანი გენო პეტრიაშვილი, დიდი ალბათობით, სპორტის სახეობას შეიცვლის. ბოლო ცნობებით, სტივესონი პროფესიული ჭიდაობის ლიგას, WWE-ს (World Wrestling Entertainment) შეუერთდება. 

მინესოტელი ფალავნის მიმართ ინტერესი WWE-ს გარდა UFC-მაც გამოთქვა და "ტვიტერზე" ბოლო აქტივობებს თუ დავუჯერებთ, გეიბლი წინააღმდეგი არ არის ძალები რომელიმე მათგანში მოსინჯოს. Wrestling Observer-ის ინფორმაციით, სტივესონის გადაბირება WWE-ს პოლ ჰეიმანის კარგა ხანია, რაც სურს. მისი ძმა ბობი WWE-ში ასპარეზობს. 

გეიბლს სტივესონი პირველი ამერიკელი მოჭიდავეა 1992 წლის შემდეგ, ვინც ოლიმპიური ჩემპიონი მძიმე წონაში გახდა. ტოკიოში მან გენოს საბოლოოდ 10:8 მოუგო. მარტში სტივესონმა NCAA-ის პირველი დივიზიონი მოიგო.

გეიბლმა უკვე უარი თქვა ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ამერიკის ნაკრების შემადგენლობაში გამოსვლაზე, რომელიც 2-10 ოქტომბერს ოსლოში უნდა გაიმართოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები