Thumbnail

მოყვარულთა ლიგა: ლიდერების მარცხი და არაერთი სენსაცია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დაძაბული და დრამატული მატჩები მოყვარულთა ლიგაში
  • შედეგები, ცხრილები, ბომბარდირები, სიმბოლურები

მოყვარულთა ლიგაში თბილისის უმაღლესი ლიგის მე-5 და პირველი ლიგის მე-4 ტურის მატჩები გაიმართა. არაერთი საინტერესო და მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.  

უმაღლესი ლიგა

განვლილ 4 ტურში მოპოვებული 12 ქულის შემდეგ, სეუ კვარტალს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

კვარტალის ორი ფეხბურთელი მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. ლიდერთან შესანიშნავად ითამაშეს მცველმა გურამ მჭედლიშვილმა და ნახევარმცველმა გეგი გარუჩავამ.

ლიდერის წაფორხილებით ვერ ისარგებლა ნახალოვკამ, რომელიც უქიმერიონს შეხვდა და 4:5 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე, ნახალოვკა 4:2-ს იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში 3 გოლი გაუშვა.

პლატინუმი–35-ე თბილისის შეხვედრაში 5 გოლი გავიდა და ხუთივე პლატინუმის კარში. პოკერით გამოირჩა გრიგოლ ბასილაია, რომელიც ბომბარდირთა დავაშია ჩაბმული.

საინტერესო შეხვედრა გაიმართა ავაზას სტადიონზე, სადაც ტტც-მ 3:1 დაამარცხა გორგია. 

თ.ს სასამართლომ სამი უპასუხო გოლი გაუტანა არისტოკრატებს. სსგ აფხაზეთსა და ბასიანს შორის გასამართი მატჩი კი სსგ აფხაზეთის გამოუცხადებლობის გამო არ შედგა. ამრიგად, ბასიანს ტექნიკური გამარჯვება, 3:0 ჩაეთვალა.

მარცხის მიუხედავად, სატურნირო ცხრილში ლიდერი ისევ სეუა, რომელსაც 12 ქულა აქვს. ლიდერს 2-2 ქულით ჩამორჩებიან უქიმერიონი და 35-ე თბილისი. 8-8 ქულა აქვთ ნახალოვკას და კვარტალს, რომლებიც მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ. ცხრილში ბოლო ადგილი სსგ აფხაზეთს უკავია, რომელსაც მხოლოდ 3 ქულა აქვს. 

პირველი ლიგა

საინტერესო შეხვედრები გაიმართა თბილისის პირველი ლიგის ა და ბ ქვეჯგუფებში.

ა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ზედაზენი სალერს დაუპირისპირდა. დრამატულ ორთაბრძოლაში სალერმა 4:3 გაიმარჯვა.

კოლხეთმა იმედი 5:0 დაამარცხა. იგივე ანგარიშით, მიმინომ მოუგო ვერას. ირაო-მეტეხის მატჩში 6 გოლი გავიდა. ირაომ 5:1 დაამარცხა მეტოქე.

ირაოს რიგებში შესანიშნავად ითამაშეს გიორგი მაკასარაშვილმა და დავით ყიფიანმა, რომლებიც პირველი ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ.

იბერიამ დელ მარს 3:1 მოუგო. იგივე ანგარიშით, ქომაგებმა ვაზისუბანი 1975 დაამარცხა.

კახორი-უქიმერიონი 1960-ს შორის გამართული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესანიშნავად ითამაშა კახორის მეკარე ლევან გოლუბიანმა, რომელმაც არაერთხელ იხსნა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან.

სატურნირო ცხრილში სამხელისუფლებიანობაა. უქიმერიონი 1960-ს, კოლხეთს და ირაოს 10-10 ქულა აქვთ. მეოთხე-მეხუთე ადგილებს 9-9 ქულით სალერი და იბერია იყოფენ. ჯერჯერობით უქულოდ ასპარეზობენ ბაზისუბანი 1975 და ვერა.

თბილისის პირველი ლიგის ბ ჯგუფში უხვგოლიანი და საინტერესო შეხვედრები გაიმართა. 

თბილისი სითი დინამო სოხუმთან განადგურდა, 3:7. ბასამ 7:1 მოუგო მეთოფეებს, ედგარ კაზარიანმა კი 4 გოლი გაიტანა. კაზარიანს 14 გოლი დაუგროვდა და დამაჯერებლად ლიდერობს ბომბარდირთა დავას. 

დრამატული მატჩი გაიმართა ტიფლისსა და გრასრუტს შორის. ორმხრივ შეტევებში მიმდინარე მატჩი გრასრუტის გამარჯვებით, 5:4 დასრულდა. 

გლდანმა 1:0 დაამარხცა ტაბახმელა. დიდგორმა კი ვაკეს 2:0 მოუგო. ჯითისი 1:2 დამარცხდა ბეთმასტერთან, ხოლო სპარტამ 3:1 დაამარცხა ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ავაზა.

სატურნირო ცხრილს 12-12 ქულით ბასა და გრასრუტი ლიდერობენ. შთამბეჭდავია ბასა ბურთების შეფარდება: 28 გატანილი გოლი და მხოლოდ 1 გაშვებული. მესამე ადგილს 9 ქულით გლდანი იკავებს, საუკეთესო ხუთეულს კი ბეთმასტერი და ტიფლისი ავსებენ 7-7 ქულით. ჯერჯერობით უქულოდ ასპარეზობს ავაზა.

მოყვარულთა ლიგის სენსაციური ტური

მოყვარულთა ლიგის სენსაციური ტური

მოყვარულთა ლიგის სენსაციური ტური

მოყვარულთა ლიგის სენსაციური ტური

მოყვარულთა ლიგის სენსაციური ტური

მოყვარულთა ლიგის სენსაციური ტური

მოყვარულთა ლიგის სენსაციური ტური

მოყვარულთა ლიგის სენსაციური ტური

მოყვარულთა ლიგის სენსაციური ტური

კომენტარები

ბოლო ამბები