Thumbnail
  • მილუოკი 87:94 დენვერი
  • სანდრო მამუკელაშვილი: 20 ქულა, 7 მოხსნა, 1 დაფარება
  • გიორგი ბეჟანიშვილი: 2 ქულა, 1 პასი, 1 დაფარება

NBA-ის საზაფხულო ლიგის არსებობის ისტორიაში პირველად ერთმანეთის წინააღმდეგ ორმა ქართველმა კალათბურთელმა ითამაშა - მილუოკი ბაქსის სანდრო მამუკელაშვილმა დენვერ ნაგეთსის გიორგი ბეჟანიშვილის წინააღმდეგ - 94:87 გაიმარჯვა დენვერმა.

გიორგი ბეჟანიშვილმა 7 წუთში 2 ქულა ჩააგდო

მოედანზე მათი უშუალო დაპირისპირებაც ვიხილეთ - მეორე მეოთხედში ერთ ეპიზოდში ბეჟანიშვილმა აჯობა მამუკელაშვილს და 2-ქულიანი ჩაუგდო, შემდეგ ცდაზე კი სანდრომ გიორგის დაუბლოკა. 

გიორგი ბეჟანიშვილმა სულ 07:16 წუთი ითამაშა. მან დენვერს 2 ქულა შესძინა (4-დან 1 ზუსტი ნასროლი), მის ანგარიშზეა თითო პასი და დაფარებაც.

სანდრო მამუკელაშვილმა 22:04 წუთი ითამაშა, მის ანგარიშზეა რეკორდული 20 ქულა მილუოკის მაისურით. მან 4 სამქულიანიდან 3 ჩააგდო. სანდრომ ბურთი 7-ჯერ მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), ერთხელ მეტოქეს დააფარა. მის პასივშია 3 დაკარგვა. სანდრო მილუოკის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს ამ თამაშში. 

ამით ქართველმა კალათბურთელებმა საზაფხულო ლიგაზე ასპარეზობა დაასრულეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები