Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსს პირველივე წრეში გამოეთიშა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბასილაშვილი 6:7 (3:7), 3:6 ფონინი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა მოწოდება 4-ჯერ წააგო

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატიში მიმდინარე მასტერსს (საპრიზო ფონდიც 5 404 435 დოლარი) პირველივე რაუნდში გამოეთიშა. 

საქართველოს პირველი ჩოგანი იტალიელ ფაბიო ფონინის კარიერაში პირველად დაუპირისპირდა და მეტწილად უნებლიე შეცდომების გამო, 6:7 (3:7), 3:6 წააგო.

მატჩი საათსა და 40 წუთს გაგრძელდა, ბასილაშვილს 4 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, 5-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 4-ჯერ დათმო. 

კომენტარები

ბოლო ამბები