Thumbnail

17 ქულა და 6 მოხსნა | გოგა ბითაძე სერბეთის სუპერლიგის პლეი ოფში მატჩის MVP გახდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პარტიზანი 97:68 მეგა ბიმაქსი
  • გოგა ბითაძემ 27 წუთში 17 ქულა ჩააგდო

სერბეთის სუპერლიგაში პლეი ოფები დაიწყო გოგა ბითაძის მეგა ბიმაქსი ბელგრადის პარტიზანს ესტუმრა და 29-ქულიანი სხვაობით განადგურდა - 68:97. სერიაში პარტიზანი 1:0 დაწინაურდა.

► გოგა ბითაძე NBA-ს დრაფტის პირველ წრეში? SPORTANDO სავარაუდო კლუბსაც ასახელებს

ქართველი კალათბურთელის თამაშს დიდი ყურადღებით აკვირდებიან, განსაკუთრებით ამერიკაში, რადგან ის NBA-ს დრაფტზე დადგა და არის შანსი, რომ რომელიმე კლუბი ბითაძეს 21 ივნისს აიყვანს. 

ქართველი ცენტრიც ბრწყინვალედ თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდა, გოგა ორივე გუნდში საუკეთესო იყო და მატჩის MVP გახდა - 27 ბალით. 

ბითაძემ 27:04 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 პასი და დაფარება მიითვალა. თამაშიდან მან 6-დან 6 ნასროლი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 8-დან 6. ის 4-ჯერ დაჯარიმდა, მასზე კი მეტოქეები 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

რეგულარულ სეზონში მეგა ბიმაქსს 10 თამაშიდან 6 მოგება და 4 მარცხი დაუგროვდა, A ჯგუფში ბითაძის გუნდი მესამე ადგილზე გავიდა ცრვენა ზვეზდასა და ბორაცის შემდეგ.

24 მაისს სერიის მეორე შეხვედრა უკვე მეგა ბიმაქსის მოედანზე გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები