Thumbnail

სკანდალი: ქართველი პარაძიუდოისტი ტოკიოს სასტუმროს მცველს ფიზიკურად გაუსწორდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ტოკიოს პოლიციაში საქართველოს პარალიმპიური გუნდის წევრზე საქმე აღიძრა. იაპონური მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ქართველი პარაძიუდოისტი, რომელიც იაპონიაში პარალიმპიურ თამაშებზე გამოსასვლელად ჩავიდა, სასტუმროს დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა.

ზოგიერთი იაპონური წყაროს ცნობით, საუბარია 34 წლის ზვიად გოგოჭურზე (-100 კგ), რომელიც  რიოს პარალიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.

როგორც ირკვევა, საქართველოს პარალიმპიური დელეგაციის ერთ-ერთი წევრს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა და ამის გამო ქართველი პარაძიუდოსტები ჰანედას აეროპორტის სიახლოვეს მდებარე სასტუმროში, კარანტინტში მოათავსეს. შემთხვევა სწორედ იქ, 12 აგვისტოს, დილით მოხდა. ქართველ პარასპორტსმენებს სასტუმროს დაცვის თანამშრომელმა შენიშნვა ხმაურის გამო მისცა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა.

დაკავებულმა ქართველმა ძიუდოისტმა, რომელმაც 60 წლამდე ასაკის მამაკაცს დაზიანებები მიაყენა (წერენ, რომ დაცემისგან ნეკნი აქვს გატეხელი), პოლიციასთან დაკითხვისას აღიარა, რომ ის და მისი თანაგუნდელები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. სავარაუდოდ, პარასპორტსმენს სამშობლოში დააბრუნებენ.

იაპონიის დედაქალაქში პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბერს დასრულდება. თამაშებზე მედლებისთვის საქართველოს  ნაკრების 14 პარასპორტსმენი, სპორტის 6 სახეობაში იბრძოლებს. პარაძიუდოში საქართველოს ზვიად გოგოჭური (-100 კგ), რევაზ ჩიკოიძე (+100), გიორგი გამჯაშვილი (-66), ზურაბ ზურაბიანი (-60), გიორგი ქალდანი (-73) და ინა ქალდანი (-73) წარმოადგენენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები