Thumbnail

ნაცუ ბაშო | მე-11 მოგება ბრწყინვალე ილეთით, ტოჩინოშინი დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს ელის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ზაფხულის ბაშოს მე-11 დღეს აღმოსავლეთის სეკივაკე ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ყოფილ ოძეკის, კოტოშოგიკუს შეხვდა და უვატენაგეს ილეთით დაამარცხა. დიდი დაჯახების შემდეგ ტოჩინოშინმა მეტოქეს მარცხენა ხელით ბრწყინვალე ილეთი შეუსრულა. 

ტოჩინოშინს 11-დან 11 მოგება აქვს ის ისევ ერთპიროვნული ლიდერია. მან უკვე შეასრულა ოძეკის ტიტულის მიღების ყველანაირი წინაპირობა. არ არსებობს არც ერთი მიზეზი, რომ მას ჩემპიონის რანგი არ მიანიჭონ. 

ბაშოს მე-12 დღეს ქართველი სუმოისტი იმპერატორის თასის 40-გზის მფლობელ დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს ხვდება. მასთან ლევანს ურთიერთშეხვედრებში კატასტროფული შედეგი აქვს - 0:25. 

კვლავ მოიგეს ტოჩინოშინის მდევრებმა, დიდმა ჩემპიონებმა კაკურიუმ და ჰაკუჰომ. კაკურიუმ მიტაკეუმი ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა, ხოლო ჰაკუჰო ძალიან იოლად გაუსწორდა რიგით მაეგაშირა შოდაის. 

სატურნირო მდგომარეობა

11-0

ტოჩინოშინი (სეკივაკე)

10-1

კაკურიუ (იოკოძუნა)

ჰაკუჰო (იოკოძუნა)

8-3

იკიოი (მაეგაშირა 5)

ჩიონოკუნი (მაეგაშირა 11)

კიოკუტაისეი (მაეგაშირა 15)

მიოგირიუ (მაეგაშირა 16)

ნიშიკიგი (მაეგაშირა 17)

ძურიოს მე-2 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ერთი დღით უმაღლეს დივიზიონში ჭიდაობდა - მეტოქე მე-15 მაეგაშირა კიოკუტაისეი იყო, გაგამარუმ მორიგი მარცხი განიცადა. ქართველ სუმოისტს 2-9 ბალანსი აქვს, მისი მომდევნო მეტოქე ჰომარეფუჯი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები