Thumbnail

'უბრალოდ, ვეღარ გაუძლებდა' - სლუცკი კვარაცხელიას თადარიგში დატოვებაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ხვიჩა კვარაცხელიამ კრილია სოვეტოვთან ითამაშა, მაგრამ მხოლოდ 34 წუთი
  • ლეონიდ სლუცკიმ განმარტა, რატომ არ იყო ქართველი სასტარტოში

რუსეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში ყაზანის რუბინმა სამარის კრილია სოვეტოვს უმასპინძლა და 2 ქულა დაკარგა (1:1). ლეონიდ სლუცკიმ ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობა არ გაამწესა.

ხვიჩა თამაშში მხოლოდ 56-ე წუთზე შეად ჰაკშაბანოვიჩის ნაცვლად ჩაერთო, როცა ანგარიში 0:0 იყო, თუმცა, 20 წლის ქართველი ფეხბურთელი არცთუ ისე აქტიური იყო და თამაშზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. მატჩის შემდეგ სლუცკის ჰკითხეს, რატომ არ იყო ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში. აი, პასუხიც:

ხვიჩას წინააღმდეგ უხეში თამაში უკვე ნორმად იქცა

"ეტყობოდა, რომ დაღლილი იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩა ახალგაზრდა ფეხბურთელია და ამ რეჟიმში, ორი მატჩის შემდეგ, მესამეს ძირითადში ვერ ითამაშებდა. ასეთ რთულ მოედანზე, როდესაც გამუდმებით ურტყამენ და მასზე დიდი ყურადღებაა გადატანილი, უბრალოდ ვერ გაუძლებდა კიდევ ერთ თამაშს".

ყაზანის რუბინი რუსეთის პრემიერლიგაში ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით ზენიტთან ერთად ლიდერობს, მომდევნო ტურში კი, 22 აგვისტოს, სტუმრად ხიმკის შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები