Thumbnail

'იმედია, ისევ დავბრუნდები' - ფედერერი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მუხლზე ოპერაცია მჭირდება, ექიმებთან კონსულტაცია გავიარე და მათი რჩევა მივიღე'
  • როჯერ ფედერერს ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი ელის

40 წლის შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი მონაწილეობას ვერ მიიღებს მოახლოებულ აშშ-ს ღია პირველობაში და სეზონის დარჩენილ ნაწილსაც გამოტოვებს.

როგორც ირკვევა, შვეიცარიელ ლეგენდას მუხლზე მორიგი ოპერაცია ესაჭიროება, შემდეგ კი ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი ელის. როჯერმა ამის შესახებ სპეციალურ ვიდეო-მიმართვაში ისაუბრა:

“მუხლზე ოპერაცია მჭირდება. ექიმებთან კონსულტაცია გავიარე და მათი რჩევა მივიღე. ამის მერე არაერთი თვის გამოტოვება მომიწევს, თუმცა, ეს მაინც სწორი ნაბიჯია. იმედი მაქვს, რომ მე ისევ დავბრუნდები”.

შეგახსენებთ, რომ დიდი სლემების 20-გზის ჩემპიონს ბოლო პერიოდია ტრავმები გასაქანს არ აძლევს. ფედერერს 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობის მერე არ ჰქონდა ნათამაშები, როდესაც წლეულს გაზაფხულზე კორტს დაუბრუნდა, უიმბლდონის შემდეგ კი, ტკივილმა ისევ თავი იჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები