Thumbnail
  • არაბიძეს 6 ტურში 4 მოგება და 2 ყაიმი მოუგროვდა
  • ტურნირში კიდევ 4 ქართველი მოჭადრაკეა ჩართული

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრი მერი არაბიძე (2438) რუმინეთის ქალაქ იასიში მიმდინარე ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის ლიდერთა შორის იმყოფება.

არაბიძემ გასულ 6 ტურში 4 პარტია მოიგო, 2 კი ფრედ დაასრულა და თავი 5.0 ქულას მოუყარა. მერიმ ბერძენი მაკროპულო (2186), გერმანელი ჰეინემანი (2296), ესტონელი ნარვა (2276) და პოლონელი სოცკო (2393) დაამარცხა, სომეხ გაბოიანსა (2215) და ეკვადორელ ანტოვას (2292) დაუზავდა.

არაბიძის გარდა, 5-5 ქულა აქვთ სომეხ ელინა დანიელიანს (2407), აზერბაიჯანელ გუნაი მამადზადას (2460), უკრაინელ იულია ოსმაკს (2418), პოლონელ ოლივია კიოლბასასა (2288) და რუს ალეკსანდრა მალცევსკაიას (2409). მე-7 ტურში, რომელიც 16 აგვისტოს შედგება, მერი თეთრი ფიგურებით დანიელიანს ეთამაშება.

სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა გასულ ტურში ევროპის ჩემპიონატზე პირველ ნომრად განთესილ ნინო ბაციაშვილს (2487) მოუგო და შედეგად, ქართველი მოჭადრაკე 4.0 ქულით მე-13 ადგილამდე დაქვეითდა. ლელა ჯავახიშვილი (2470) 4.5 ქულით მერვეა, ბელა ხოტენაშვილი (2471) 4.0 ქულით – 23-ე, ნია დონღვანი (1.5) კი – 108-ე.

ცნობისთვის, ევროპირველობაში 30-მდე ქვეყნის 117 მოჭადრაკეა ჩართული, 11 ტურად მიმდინარეობს და 20 აგვისტოს დასრულდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 60 ათასი ევროა, საიდანაც ჩემპიონი 10 ათასს მიიღებს, მეორეადგილოსანი – 8 ათასს, ხოლო მესამეადგილოსანი – 6 ათასს. ევროპის ჩემპიონატის 10 საუკეთესო მოჭადრაკე მომავალი მსოფლიოს თასის საგზურს მიიღებს.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები