Thumbnail

'ყველა კლუბს თავისი რეალობა აქვს' - გვარდიოლა სიტის სატრანსფერო პოლიტიკას იცავს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გვარდიოლამ გრილიშის ტრანსფერზე ისაუბრა
  • ესპანელი ამბობს, რომ თავდამსხმელის დამატებაზე ჯერ ახალი არაფერია

წელს მანჩესტერ სიტიმ პრემიერლიგის რეკორდი მოხსნა. "ქალაქელებმა" ასტონ ვილას კაპიტანის, ჯეკ გრილიშის სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტი გადაიხადეს და პოლ პოგბას მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესეს.

თუმცა, როგორც პეპ გვარდიოლა აცხადებს, სიტიმ რეალურად 40 მილიონი ფუნტი დახარჯა, რადგან ჯეკ ჰარისონის, ლუკას ნმეჩას, ანხელინიოს და ჯეიდონ სანჩოს (საკომპენსაციო თანხა დორტმუნდიდან) სანაცვლოდ მიღებულმა თანხმა 60 მილიონი ფუნტი შეადგინა.

გრილიშის შემდეგ, ეტიჰადზე ჰარი კეინსაც ელიან

"ჯეკ გრილიში იმიტომ შევიძინეთ, რომ წელს ტრანსფერებიდან 60 მილიონი მივიღეთ. რეალურად 40-ის დახარჯვა მოგვიწია, სხვაგვარად ამ ტრანსფერს ვერ გავაკეთებდით." - ამბობს გვარდიოლა. "ყველა კლუბს თავისი რეალობა აქვს, თავისი ისტორია."

"ჩვენ მფლობელს - შეიხ მანსურს, ჩელსის მფლობელს - ბატონ აბრამოვიჩს სხვა მიზნები აქვთ გუნდში. აქ ფინანსური მოგება არავის ადარდებს, კლუბი რასაც გამოიმუშავეს, კლუბშივე ბრუნდება. მათ უნდათ, რომ ამ სამყაროში იყვნენ, დანახარჯების გარეშე კი ეს შეუძლებელია... რატომ არის ეს პრობლემა?"

"ნუ დაგვავიწყდება, რომ ბარსელონაში ყოფნისას, იუნაიტედს ორივე ჩემპიონთა ლიგის ფინალი ისე მოვუგეთ, რომ ძირითადში აკადემიის აღზრდილი 7 ფეხბურთელი გვყავდა. ამიტომ ფულის დახარჯვა არაფრის გარანტია არ არის, მთავარია სწორად გუნდის მართვა, რის გაკეთებასაც ვცდილობთ და გრილიშის გარდა ახალი ფორვარდიც ამიტომ გვინდა." - ამბობს გვარდიოლა, რომელმაც მინიშნება ჰარი კეინზე გააკეთა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები