Thumbnail

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერმა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში განცდილი დრამატული მარცხის შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს მიმართა. აი, რას წერს პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში:

“გამარჯობა ყველას. მე მინდა მადლობა გითხრათ ჩემო მეგობრებო, ვინც გვიგულშემატკივრეთ და იდექით ჩვენს გვერდით... ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ მადლობა. ასევე მინდა მივულოცო ყველა სპორტსმენს ღირსეული გამარჯვება. ოლიმპიური თამაშები უმაღლესი მწვერვალია ყველა სპორტსმენისთვის, ამიტომ გული მწყდება რომ ვერ მივაღწიეთ უმაღლეს საფეხურს, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება. მე დავუშვი შეცდომა ხალიჩაზე, რასაც ვაღიარებ და ვიბრძოლებ, რომ გამოვასწორო. მადლობა ყველას, მალე შევხვდებით”.

შეგახსენებთ, რომ პეტრიაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალში ამერიკელ გეიბლ სტივესონს დაუპირისპირდა და ეს ორთაბრძოლა ტოკიოში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი გამოდგა. ამერიკელი მოჭიდავე ქართველს ბრძოლის დასრულებამდე 13 წამით ადრე 3 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა, გადამწყვეტი ილეთი ზუსტად ბოლო წამზე მიითვალა და საბოლოოდ, 10:8 მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები