Thumbnail
  • მანჩესტერ სიტის ჰარი კეინის დამატება ისევ სურს
  • ტოტენჰემი ცდილობს, რომ კეინი შეინარჩუნოს და შემოთავაზებებს არ განიხილავს

სერხიო აგუეროს წასვლის შემდეგ, მანჩესტერ სიტი ფორვარდს აქტიურად ეძებს. მათი მთავარი მიზანი ჰარი კეინის დამატებაა, რომელიც ბოლო წლებში პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია.

ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ტოტენჰემთან ერთად ვარჯიში რამდენიმე დღის წინ დაიწყო, მაგრამ ფაქტია, რომ კეინს უფრო მეტი ამბიცია აქვს და სურს, რომ დიდი ტიტულები მოიგოს, რასაც ტოტენჰემთან ერთად ვერ ახერხებს. პეპ გვარდიოლა არ ნებდება და კეინის მანჩესტერ სიტიში ტრანსფერისთვის კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად 150 მილიონი ევროს გადასახდელადაც მზადაა, რაც პრემიერლიგის სარეკორდო ტრანსფერი იქნება, თუმცა ტოტენჰემი კეინის შენარჩუნებას გეგმავს და როგორც კლუბში აცხადებენ, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ სიტიმ ჯეკ გრილიშის ტრანსფერში 100 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რითიც ის პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. ამ ტრანსფერამდე ინგლისში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი პოლ პოგბა იყო, რომლის ტრანსფერშიც მანჩესტერ იუნაიტედმა 2016 წელს იუვენტუსს 93.25 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადა.

კომენტარები

ბოლო ამბები