Thumbnail

ლაზარე კუტაპაძე დინამო ბათუმს კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ვერ დაეხმარება. 25 წლის მეკარე სივასპორთან სათამაშოდ თურქეთში არ გაემგზავრება და ამის მიზეზი კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხია.

სივასპორთან საპასუხო მატჩში საქართველოს ვიცე-ჩემპიონების კარს სავარაუდოდ მიხელ ალავიძე დაიცავს, რომელიც გუნდში კუპატაძის მოსვლამდე პირველი მეკარე იყო.

თურქეთში გუნდთან ერთად გაემგზავრნენ მამუკა კობახიძე, რომელმაც ტრავმის გამო საქართველოს ჩემპიონატის ბოლო მატჩი გამოტოვა და ჯოვინო, რომელმაც იგივე შეხვედრა ტრავმის გამო პირველ ტაიმში შეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა სივასპორთან პირველი მატჩი ბათუმში გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. საპასუხო შეხვედრა თურქეთში 12 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები