Thumbnail

სელტიკიდან ნიუ სეინთსამდე | ლიგაზე ტორპედოს სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჩემპიონთა ლიგაზე ქუთაისის ტორპედო ითამაშებს
  • საქართველოს ჩემპიონი I საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება
  • სავარაუდო 16 მეტოქიდან 14 ცნობილია

ჩემპიონთა ლიგა დასასრულს უახლოვდება, დარჩა მხოლოდ ფინალი, რომელიც კიევში 26 მაისს გაიმართება - რეალი ლივერპულის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა ჯერ შორია მომავალ სეზონამდე, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით საკვალიფიკაციო ეტაპებზე, სადაც საქართველოს 2017 წლის ჩემპიონი ქუთაისის ტორპედო ითამაშებს.

ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ან მორჩა ჩემპიონატი, ანაც ბევრი რამ გაირკვა, ასე რომ, ქუთაისის ტორპედოს შესაძლო მეტოქეები თითქმის ცნობილია. 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 32 ნაკრებიდან 26-ის ვინაობა უკვე ცნობილია დარჩენილი 6 საგზურისთვის კი ბევრი კლუბი იბრძოლებს, მათ შორის ქუთაისის ტორპედო. 

ჯგუფურ ეტაპამდე სულ 5 ეტაპია, რომელსაც ყველა კლუბი არ გადის - წინასწარი, I საკვალიფიკაციო, II საკვალიფიკაციო, III საკვალიფიკაციო და საკვალიფიკაციო პლეი ოფი. 

წინასწარ ეტაპზე სულ 4 კლუბია გიბრალტარის, ანდორის, კოსოვოსა და სან მარინოს ჩემპიონები, ამათგან მხოლოდ ერთი გამარჯვებული პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც ითამაშებს სწორედ საქართველოს ჩემპიონი.

I საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 19 ივნისს გაიმართება. მატჩები კი 10/11 და 17/18 ივლისს გაიმართება. 

სულ 32 მონაწილეა (31 პირდაპირ ამ ეტაპიდან +1 წინასწარი ეტაპიდან). 32 გუნდი უეფას საკლუბო კოეფიციენტების მიხედვით, განთესილ და განუთესავ ნახევარად გაიყოფა, წილისყრაც ამის მიხედვით ჩატარდება.

32 მონაწილიდან ჯერ ცნობილი არ არის წინასწარი ეტაპის გამარჯვებული (ბუნებრივია) და 2 კლუბი სლოვენიიდან და უნგრეთიდან. 

სლოვენიის ჩემპიონატში 2 ტური რჩება და ტიტულის მოგება მხოლოდ ოლიმპიასა და მარიბორს შეუძლია. მარიბორი განთესილი იქნება, ოლიმპია - არა.

ვინ გახება უნგრეთის ჩემპიონი? იქაც ორი ტური რჩება და კანდიდატიც ორია ვიდეოტონი და ფერენცვაროში. თუ ვიდეოტონი გახდება ჩემპიონი, ის განთესილი იქნება, ფერენცვაროში - არა. 
ტორპედო განუთესავია, რადგან უკვე ცნობილ მონაწილე კლუბებს შორის ყველაზე ცუდი კოეფიციენტი აქვს 1.000. ასე რომ, ყველა გუნდი, რომელიც განუთესავია (და შესაბამისად, უფრო სუსტი) ტორპედოს არ შეხვდება. 

16-დან 14 განთესილის ვინაობა უკვე ცნობილია. ისინი ტორპედოს სავარაუდო მეტოქეები არიან

განთესილი კლუბები, ტორპედოს სავარაუდო მეტოქეები

(უეფას კოეფიციენტი)

37.000 - ლუდოგორეცი (ბულგარეთი)

31.000 - სელტიკი (შოტლანდია)

27.000 - აპოელ (კვიპროსი)

24.500 - ლეგია (პოლონეთი)

21.750 - ასტანა (ყაზახეთი)

20.500 - ყარაბაღი (აზერბაიჯანი)

14.750 - შერიფი (მოლდოვა)

14.000 - მალმიო (შვედეთი)

10.750 - ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)

10.000 - ბეერ შევა (ისრაელი)

9.000 - როსენბორგი (ნორვეგია)

8.000 - ჰიკ (ფინეთი)

5.000 - ნიუ სეინთსი (უელსი)

4.250 - კუკესი (ალბანეთი)

შეიძლება განთესილები იყვნენ

3.750 - ზრინსკი (ბოსნია)

3.500 - შკენდია (მაკედონია)

ამ ორი კლუბის ბედი უნგრეთისა და სლოვენიის ჩემპიონატებზეა დამოკიდებული. თუ ვიდეოტონი და მარიბორი მოიგებენ, განთესილები ისინი იქნებიან, თუ ერთ-ერთი ვერ გახდება ჩემპიონი, მაშინ განთესილი ზრინსკი იქნება, შკენდია - განუთესავი.

თუ ვერც ვიდეოტონი გახდება ჩემპიონი და ვერც მარიბორი, მაშინ ზრინსკიც და შკენდიაც განთესილები იქნებიან.

სავარაუდო მეტოქეებში არიან ისეთები, რომლებთანაც ჩვენს ჩემპიონს ძალზე მცირე შანსი თუ ექნება, თუმცა არიან ისეთი კლუბებიც, რომლებთანაც ტორპედო ფავორიტი იქნება - მაგალითად უელსური ნიუ სეინთსი. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • რეალ მადრიდი
  • ლივერპული

კომენტარები

ბოლო ამბები