Thumbnail

მესიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა - პრეზენტაცია დაგეგმილია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

პარი სენ-ჟერმენმა ლიონელ მესის ტრანსფერი უკვე დაადასტურა და არგენტინელი სუპერვარსკლავიც გულშემატკივრებს მიესალმა, თუმცა სამედიცინო შემოწმებაზე ჰოსპიტალში ამის შემდეგ გაეშურა.

34 წლის ლეგენდარულმა თავდამსხმელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახლა მხოლოდ ფორმალური ნაწილიღა დარჩა - კონტრაქტზე ხელის მოწერა, რომელიც 2+1-წლიანია, რომლის მიხედვით სეზონში 35 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ამგვარად, მესის კარიერაში ახალი ერა იწყება, რომელიც ფრანგულ კლუბს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ფრანგული მედიის ცნობით, ნეიმარმა მესის 10-ნომრიანი მაისურის დათმობა შესთავაზა, რაზეც არგენტინელმა უარი თქვა. მან 30 ნომერი აირჩია, რომლითაც კარიერის საწყის ეტაპზე ლეო ბარსელონაში თამაშობდა.

მესის 11 აგვისტოს "პარკ დე პრენსის" სტადიონზე წარადგენენ და იქვე, თბილისის დროით 13:00 საათზე პრესკონფერენციასაც გამართავს - პირველად პარიზული კლუბის ფეხბურთელის რანგში.

ლიონელ მესი ბარსელონას მთავარ გუნდში 2003-2021 წლებში გამოდიოდა და მისი მაისურით 778 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 672 გოლი და მიითვალა 305 საგოლე პასი. არგენტინელი კატალონიურ კლუბთან ერთად 10-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, 7-ჯერ ესპანეთის თასის და 8-ჯერ ესპანეთის სუპერთასის მფლობელი გახდა, უეფას ჩემპიონთა ლიგაში კი 4-ჯერ გაიმარჯვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები