Thumbnail
  • საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა
  • ბორჯღალოსნების ექიმმა ლევან მაისაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი 6 ივლისის შემდეგ სამხრეთ აფრიკის საავადმყოფოშია. მაისაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის ამჟამად სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია.

ლევანის მდგომარეობის შესახებ კომენტარი ''ბორჯღალოსნების'' ექიმმა ნუცა შამათავამ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ლევანის გადასარჩენად იოჰანესბურგში ყველაფერს აკეთებენ.

ნუცა შამათავა (ბორჯღალოსნების ექიმი): "ლევანს კორონავირუსი 6 ივლისს დაუდასტურდა. 24 საათში ის საავადმყოფოში გადავიყვანეთ. მიუხედავად იმისა, რომ მისი მდგომარეობა 8 დღის განმავლობაში სტაბილური იყო, მერვე დღეს სიტუაცია გაუარესდა, პნევმონია განვითარდა და ფილტვები დაუზიანდა, რის გამოც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს.

ლევანი იოჰანესბურგის ერთ-ერთ ყველაზე მაღალკვალიფიცურ ჰოსპიტალშია. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სამწუხაროდ, რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, რადგანაც კოვიდგართულებების მართვა ასე შეუძლებელია. იმედია, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება და ლევანი გამოჯანმრთელდება."

კომენტარები

ბოლო ამბები