Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგაში ახალი წესებია
  • ატლეტიკოს ტრიუმფით ევროპალიგაზე საფრანგეთმა იხეირა
  • ლიონი პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს
  • კოუტინიოს მსგავსი შემთხვევები აღარ იქნება

უეფამ ჩემპიონთა ლიგის მომავალი სეზონისთვის რამდენიმე წესი შეცვალა. რაკი ევროპალიგის გამარჯვებულმა მადრიდის ატლეტიკომ ჩემპიონთა ლიგის საგზური ესპანეთის ჩემპიონატიდანაც მოიპოვა, ლა ლიგის ერთი ადგილი გათავისუფლდა! ამ ადგილს საფრანგეთი მიიღებს, რომელიც უეფას 5-წლიან რეიტინგში მეხუთე ადგილზეა.

► სელტიკიდან ნიუ სეინთსამდე | ლიგაზე ტორპედოს სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ლიონი, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა, პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. აქვე ვთქვათ, რომ რუსეთს ჯგუფურ ეტაპზე ორი წარმომადგენელი ეყოლება, პორტუგალიას, უკრაინას, ბელგიას და თურქეთს კი - თითო-თითო.

გარდა ამისა: რაკი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებმა, რეალმა და ლივერპულმა მომდევნო სეზონის საგზურები ჩემპიონატებიდანაც მოიპოვეს, ტიტულის მფლობელის საგზური უეფას რეიტინგში მე-11 ადგილზე მყოფ ქვეყანას გადაეცემა - ჩეხეთს.

ფილიპე კოუტინიო

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მომავალი სეზონის ჯგუფურ ეტაპზე 6 თავისუფალი ადგილი რჩება, რომლებსაც საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასული გუნდები შეავსებენ.

კიდევ ერთი სიახლე: თუ პლეი ოფის საპასუხო შეხვედრებში დამატებითი დრო გახდა საჭირო, გუნდებს მე-4 ცვლილების გამოყენების უფლება ექნებათ. გარდა ამისა, პლეი ოფში 18-ის ნაცვლად, გუნდები განაცხადში 23 მოთამაშის შეყვანის უფლებას მიიღებენ.

მორიგი სიახლე: ჯგუფური ეტაპის შემდეგ კლუბებს შეეძლებათ, განაცხადში 3 ფეხბურთელი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე დაამატონ. შეგახსენებთ, რომ აქამდე, თუკი ფეხბურთელს იმ სეზონში თამაში ჰქონდა ჩატარებული, ზამთრის სატრანსფერო პერიოდის შემდეგ ახალ კლუბში ასპარეზობა ეკრძალებოდა. ამ სეზონში, ფილიპე კოუტინიო ბარსელონას სწორედ ამ მიზეზით ვერ ეხმარებოდა...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • რეალ მადრიდი
  • ლივერპული

კომენტარები

ბოლო ამბები